წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ტაძართან კაზინოს გახსნა იგეგმება?

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ტაძართან კაზინოს გახსნა იგეგმება?

აურზაური ,,მიხაილოვის საავადმყოფოს’‘ ირგვლივ _ რა გადასცა პრემიერმა საპატრიარქოს 1 ლარად 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის, #726-ე განკარგულებით, საპატრიარქოს საკუთრებაში გადაეცა თბილისში, აღმაშენებლის გამზირის #60-ში მდებარე 472 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები (საერთო ფართი 749.07 კვ.მ.). უძრავი ქონება, რომელიც პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, მთავრობამ საპატრიარქოს სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გადასცა, ,,მიხაილოვის საავადმყოფოს’‘ ყოფილი ტერიტორიიდან გამიჯნულია, უფრო ზუსტად, ამ შენობაში ადრე პათანატომიის კათედრა ფუნქციონირებდა... მოკლედ, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს ,,მიხაილოვის საავადმყოფოს’‘ ყოფილი შენობა-ნაგებობები გადასცა, ,,ვერსიას’‘ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში არ დაუდასტურეს. წესით, საავადმყოფოს ტერიტორიიდან დიდი მანძილით დაშორებული შენობა, რომელიც წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის საკურთხეველზეა მიშენებული, თავიდანვე ტაძრის საკუთრებაში უნდა ყოფილიყო. 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) ,,საქართველოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს’‘ განცხადე-ბით, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი შპს ,,ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელ-მწიფო უნივერსიტეტის კლინიკურ საავადმყოფოსთან“ (,,მიხაილოვის საავადმყოფო’‘) ერთად, მე-19 საუკუნის ბოლოს, 18
95 წელს აშენდა, რომელიც კომუნისტური რეჟიმის დროს პათანატომიის კათედრის აუდიტორიად გადა-კეთდა, ტაძრის საკურთხეველს კი ახალი შენობა მიაშენეს, სადაც პროზექტურა განათავსეს. 
საპატრიარქოს დაგეგმილი აქვს, მთავრობის განკარგულებით გადაცემულ შენობაში საკვირაო სკოლა, ხატწერი-სა და გალობის სახელოსნოები განათავსოს.

მე-20 საუკუნის დასაწყისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ძმები კარბელაშვილე-ბი მოღვაწეობდნენ. ერთ-ერთ ძმას, ვასილ კარბელაშვილს, ბავშვებისთვის დაწყებითი სკოლა ჰქონდა გახ-სნილი. აქედან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქო გეგმავს, ტაძარი კომუნისტური რეჟიმის დროს ნაწა-მები დიდი საეკლესიო მოღვაწეების _ ძმები კარბელაშვილების სახელზე გახსნას.

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ,,ვერსიას-თან’‘ საუბრისას აცხადებს, რომ მთავრობის მიერ ახლადგადაცემულ შენობაში, საკვირაო სკოლის გარდა, უფა-სო სასადილოს გაფართოებასა და ახალგაზრდული ცენტრის დაარსებასაც გეგმავს:
,,ეს ტაძარი ,,მიხაილოვის საავადმყოფოსთან’‘ ერთად აშენდა, შენობას კი, რომელიც პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გადმოგვეცა, იმ ეპოქასთან არაფერი აკავშირებს. მე-19 საუკუნის ბოლოს, საავად-მყოფოცა და ტაძარიც მეფისნაცვალმა მიხეილ რომანოვმა ააშენა, ეს შენობა კი, მოგვიანებით, მე-20 საუკუნის 40-იან წლებში საქართველოში პათანატომიის ფუძემდებელმა, ვლადიმერ ჟღენტმა აა-გო. იმის გამო, რომ კომუნისტური რეჟიმის დროს ეკლესია გაუქმებული იყო, ვლადიმერ ჟღენტმა ტაძრის ფართი გამოიყენა, სადაც კათედრა-აუდიტორია განათავსა და სტუდენტებს ლექციებს უტარებდა. ეს შე-ნობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით იმიტომ გადმოგვეცა, რომ ,,მიხაილოვის საა-ვადმყოფოს’‘ ყოფილი შენობა-ნაგებობები, როგორც იცით, იყიდება. მართალია,  შენობა საავადმყოფოს ტერიტორიისგან გამიჯნულია, მაგრამ, თუ ,,მიხაილოვის საავადმყოფოს’‘ ძველი შენობები გაიყიდება, ინ-ვესტორი ამასაც იყიდის. დანგრევით კი ვერ დაანგრევს, რადგან ტაძრის საკურთხეველი ჩამოიშლება. რაც მთავარია, ამ ფართის ნაწილი აქამდეც ჩვენს საკუთრებაში იყო. 1996 წელს, როცა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი აღვადგინეთ, სახელმწიფომ ამ შენობაში სამი ოთახი გად-მოგვცა, რადგან ეკლესიას სატრაპეზო და სამღვდელო ოთახი სჭირდებოდა’‘.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც საქართველოს მთავრობის განკარგულებით აღნიშნული შენობა საპატრიარქოს გადაეცა, ისაა, რომ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარში დიდი ხანია საქველმოქმედო საქმიანობა ხორციელდება. დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას აღნიშნა, რომ საქ-ველმოქმედო საქმიანობის გაფართოებას აპირებენ და აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრმა გადაწ-ყვიტა, ეს შენობა საპატრიარქოსთვის გადაეცა:

,,ჩვენთან უფასო სასადილო ფუნქციონირებს, სადაც 150 ადამიანი სადილობს. აქვეა უფასო სასწავლებე-ლი, საკვირაო სკოლა, სადაც ბავშვებს ვამეცადინებთ, გვაქვს ხატწერისა და საგალობლების შემსწავ-ლელი სკოლა. ფართის გადმოცემის შემთხვევაში, ამ საქმიანობას გავაფართოებთ და მოხუცებს, რომლებსაც გარკვეული პრობლემები აქვთ, უფასო სადილის გარდა, სამედიცინო დახმარებასაც აღმო-ვუჩენთ. ვაპირებთ, ამავე შენობაში ახალგაზრდული ცენტრიც გავხსნათ, სადაც მოსწავლეები მხო-ლოდ სასულიერო კი არა, საერო განათლებასაც მიიღებენ. პირადად მე, საპატრიარქოსთან არსებულ ანტი-ნარკოტიკულ ცენტრშიც ვარ გაერთიანებული და ნარკოდამოკიდებულებთან ვმუშაობთ, ამიერიდან, ამ საქმიანობას უკვე ამ შენობაშიც განვაგრძობთ.  ყველაფერი ეს დეტალურად გვქონდა ჩამოთვლილი წერილში, რომლითაც პრემიერ-მინისტრს მივმართეთ, სახელმწიფო ადეკვატურად მოიქცა და შენობა გადმოგვცა’‘. 

საპატრიარქოსთვის გადაცემულ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მხოლოდ იმიტომ აქვს, რომ ტაძრის საკურთხევლის კედელზეა მიშენებული. დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ ,,ვერსიას’‘ განუმარტა, რომ ,,მიხაილოვის საავადმყოფო’‘ და წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი კულტურული მემ-კვიდრეობის ძეგლებია, რადგან 1895 წელს აშენდა. მთავრობის დავალებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სა-მინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რის საფუძველზეც, საპატრიარქოს ძეგლის მოვლა-პატრონობის ვალდებულება დაეკისრება. თავის მხრივ, საპატრიარქო კულტურის სამინისტროსთან ითანამშრომლებს და ახლადგადაცემული შენობის სარესტავრაციო სამუშაოებს მასთან შეთანხმებით გა-ნახორციელებს.

სამიოდე წლის წინ, ,,მიხაილოვის საავადმყოფო’‘, უფრო ზუსტად კი, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახე-ლობის მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფო დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე გადავიდა. აღმაშენებლის #60-ში მდებარე შენობა დაკეტილია და ამჟამად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბა-ლანსზე ირიცხება. სამი წელია ეკონომიკის სამინისტროს ,,მიხაილოვის საავადმყოფოს’‘ ყოფილი შენობა საპრივა-ტიზებო ობიექტთა ნუსხაში აქვს შეტანილი, მაგრამ მყიდველი ანუ რეალური ინვესტორი არ ჩანს. წმინდა მიქა-ელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ბეჟან მაისურაძემ ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას აღნიშნა, რომ ,,მიხაილოვის საავადმყოფოს’‘ ძველი შენობის ყიდვას ხან ჩინელი, ხან არაბი და ხანაც ბერძენი ინვესტორები ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ, თუმცა საავადმყოფოს ვერ ან არგაყიდვის მიზეზი ბეჟან მაისურაძემ არ იცის. 

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ ,,ვერსიას’‘ განუცხადა, რომ სამიოდე წლის წინ, ,,მიხაილოვის საავადმყოფოს’‘ ძველ შენობას ინვესტორი მარ-თლაც გამოუჩნდა, რომელსაც ამ ტერიტორიაზე კაზინოს გახსნა სურდა:

,,ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც ამ შენობას იყიდის, ყოველთვის სათავისოდ მოიხმარს და იმას გააკე-თებს, რაც მისთვის მომგებიანი იქნება. დღეს სათამაშო ბიზნესი, რესტორანი და სასტუმროა მომ-გებიანი, მაგრამ შეუძლებელია,  ეკლესიასთან ახლოს კაზინო გახსნა. როგორც ჩანს, სახელმწიფომ ყველაფერი ეს გაითვალისწინა და იმის გამო, რომ საავადმყოფოს ყოფილი შენობა კულტურული მემკვიდ-რეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული, ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნაა, საავადმყოფოს ფასადი არ შეიცვალოს. შესაძლოა, ინვესტორი სწორედ ამის გამო ვერ ჩნდება, რადგან კარგად იცის, ფასადს ხელს ვერ მოკიდებს, არადა, ყველას მისი დანგრევა უნდა. გარდა ამისა, საავადმყოფოს კედლებში რესტორ-ნის განთავსებაც არავის სურს, რადგან კარგად იციან, აქ მოსალხენად გული არავის მიუვა. ვფიქრობ, ეკლესიასთან ახლოს ისეთი არაფერი განთავსდება, რაც ტაძრის ცხოვრების რიტმს დაარღვევს, მაგრამ იმის იმედიც მაქვს, რომ ხელისუფლება შანგრილას კვალს არ განაგრძობს’‘.