საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები

საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები

2014 წელი, აპრილი


შინაგან საქმეთა სამინისტრო
ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთსაქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:

2014წლის აპრილი 390 685 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 7,1%-ით მეტია.

რაც შეეხება იანვარ-აპრილის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 1 396 952 ვიზიტი განხორციელდა, რაც 7,4%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 519 482 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 37,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 12,1%);

ბ) ტრანზიტი - 267 684 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,1%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 28%);

გ) სხვა - 609 786 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 43,7%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -3%).

201წლის აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან(-14,6%), აზერბაიჯანიდან (+14,1%), სომხეთიდან (+12,4%), რუსეთიდან (+41,3%) და უკრაინიდან (+22,2%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–აპრილშიც კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ: პოლონეთი, ლიტვა, იტალია, ლატვია, ნიდერლანდები და გერმანია (შესაბამისად 101%, 65%, 28%, 18%, 16% და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (21%), ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ისრაელი - 34%, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსიის და მოლდოვის მოქალაქეები 50% და 19%–იანი მატებით.