შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) წინასაარჩევნო შემფასებელთა მისიის წევრებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: საერთაშორისო არჩევნებისა და დემოკრატიზაციის ექსპერტი რობერტ ადამსი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი და დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი, წარმომადგენლობითი პალატის ყოფილი წევრი სემ გეჯდენსონი, NDI-ს ევრაზიის რეგიონალური დირექტორი ლორა ჯევეტი და NDI-ის ხელმძღვანელი საქართველოში ლუის ნავარო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მზადების პროცესსა და საარჩევნო გარემოზე ისაუბრეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ განახლდა და დამტკიცდა „არჩევნების პერიოდში შსს-ს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია“. აღნიშნული დოკუმენტი ასახავს ბოლო დროს განხორციელებულ ყველა საკანონმდებლო ცვლილებას და არეგულირებს პოლიციელის უფლება-მოვალეობებს არჩევნების მსვლელობისას.