სპეციალური ინსტრუქცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით

სპეციალური ინსტრუქცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით

დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური ინსტრუქცია დაამტკიცა.

ინსტრუქცია სამინისტროს მოსამსახურეებსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაზე ვრცელდება.

დოკუმენტის მიზანია სამინისტროს მოსამსახურეებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი უფლება-მოვალეობები და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მიერ 2014 წლის 11 აპრილს გამოცემული რეკომენდაციები გააცნოს.