კონფლიქტი საერთაშორისო ნორმებს და ნაციონალურ ინტერესებს შორის

კონფლიქტი საერთაშორისო ნორმებს და ნაციონალურ ინტერესებს შორის

რუსეთის აგრესიამ უკრაინაში დასავლური დემოკრატიები გააერთიანა, მინიმუმ ისეთი საკითხის ირგვლივ, როგორიცაა რუსეთის ქმედებების დაგმობა. თუმცა, მომავალში, როგორც ეს მოსალოდნელია, სხვადასხვა ქვეყნების რეაქცია სხვადასხვაგვარი იქნება. და სწორედ ეს გახდება მაცნე 21-ე სუკუნის დიდი საერთაშორისო დაძაბულობისა, რასაც წარმოაგდენს კონფლიქტი საერთაშორისო ნორმებსა და ნაციონალურ ინტერსებს შორის. 

მაგალითად ავიღოთ ინდოეთი, მსოფლიოს ყველაზე მსხვილი დემოკრატია. ნიუ-დელი მთლიანობაში დუმდა უკრაინის მოვლენებზე თებერვალსა და მარტის დასაწყისში, უარს ამბობდა რა რუსეთის წინააღმდეგ რაიმე საიქნციის მხარდაჭერაზე. ქვეყნის მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების დარგში განაცხადა, რომ რუსეთს უკრინაში “ლეგიტიმური” ინტერესები აქვს. პასუხად, ვლადიმერ პუტინმა დაურეკა ინდოეთის პრემიერმინისტრს და მადლობა გადაუხადა. 

ინდოეთის რეაქცია რუსეთთან მისი მჭიდრო კავშირებით აიხსნება. 2009-2013 წლებში რუსეთის იარაღის ექსპორტის 38% ინდოეთზე მოდიოდა. ეს გაცლებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის წილი (და სამჯერ აღემატება რუსული იარაღის მომდევნო უმსხვილესი იმპორტიორის, ჩინეთის მაჩვენებლებს). ინდოეთის მთელი მსხვილი შეიარაღების იმპორტის წილის 75% რუსეთზე მოდის (მხოლოდ 7% შედის აშშ-იდან). დროის ამავე პერიოდში რუსეთმა ინდოეთს ავიამზიდი და ატომური წყალქვეშა ნავი (ეს 2009-2013 წლებში ერთადერთი “საექსპორტო” წყალქვეშა ნავია მსოფლიოში) გაუგზავნა.

იმავდროულად, მაშინ როდესაც აშშ-ის ავღანეთიდან ჯარი გამოყავს, ინდოეთმა იცის, რომ პაკისტანი ამ ვაკუუმის შევსებას შეეცდება და შუამავლების სახით გამოიყენებს თალიბანს და ინდოელების წინააღმდეგ ტერაქტებთან დაკავშირებულ სხვა მსგავს ორგანიზაციებს. ამ დიდ თამაშში ჩრდილოეთ-დასავლეთ აზიის ტერიტორიაზე რუსეთი ტრადიციულად ინდოეთს ემხრობა, ხოლო ჩინეთი (და აშშ) პაკისტანს. ახლა ყველაფერი შეიცვალა. აშშ - თალიბანის მოსისხლე მტერია, ის არაერთხელ დაუპირისპირდა პაკისტანს ტერორიზმის საკითხებში. თუმცა, ძველი ჩვევების აღმოფხვრა რთულია. 

უფრო საინტერესოა პლანეტაზე ყველაზე პროამერიკული ერის, ისრაელის რეაქცია. ისრაელმა, რომელიც ჩვეულებრივ მხარს უჭერს აშშ-ის თითქმის ყველა საგარეოპოლიტიკურ ინიციატივას, უკრაინის საკითხზე განსხვავებული პოზიცია დაიკავა. პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უჩვეულოდ ფრთხილი იყო როდესაც განაცხადა: “იმედს ვიტოვებ, რომ უკრაინაში სიტუაცია მშვიდობიანად და სწრაფად მოგვარდება, თუმცა ჩვენ საკუთარი საქმეებიც მრავლად გვაქვს”. საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა უფრო მკაფიო განცხადება გააკეთა, ერთნაირად დაახასიათა რა რუსეთიც და ამერიკაც. “ჩვენ კარგი და სანდო ურთიერთობა გვაქვს რუსებთანაც და ამერიკელებთანაც, ასევე ორივე ამ ქვეყანასთან მუშაობის ძალიან დადებითი გამოცდილება. ამიტომ არ მესმის, რატომ უნდა ჩაებას ამაში ისრაელი”, თქვა მან. 

კერძო საუბარში ისრაელელმა ჩინოვნიკებმა თქვეს, რომ მათ რუსეთთან გაუცხოება არ უნდათ, რადგან მოსკოვი სჭირდებათ მილიონობით საფრთხესთან, დიდწილად ირანთან ბრძოლისათვის, ასევე იმ საფრთხეებთან გამკლავებისათვის, რომელიც ჩნდება ხოლმე სირიის სამოქალაქო ომის გამო. თუმცა, ბევრის აზრით, ისრაელს შეუძლია მოსკოვთან განსაკუთრებული ურთიერთობის ჩამოყალიბება, იმ ასობით ათას რუს ებრაელთან კავშირების წყალობით, რომლებიც დღეს ისრაელში ცხოვრობენ და იქ პოლიტიკური ძალაც აქვთ. ამ კვირაში, ბრუკლინში ლიბერმანმა თქვა, რომ ისრაელის ახალი პრემიერმინისტრი რუსულენოვანი იქნება (როდესაც ლიბერმანი პუტინს ან საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს ხვდება, ისინი რუსულ ენაზე ლაპრაკობენ, რომელიც ლიბერმანის მშობლიური ენაა). 

ჩინეთს, რაც, შეიძლება ნაკლებად გასაკვირიცაა, ასევე არ სურდა რუსეთის კრიტიკა და მის წინააRმდეგ სანქციების მხარდაჭერა. თუმცა, მისი პოზიცია უფრო დახვეწილია. ქვეყანა არ იწონებს რუსეთის ქმედებებს და ხაზს უსვამს იმას, რომ მხარს უჭერს “უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას”. 

სამივე შემთხვევაში შეიძლება იდავო იმაზე, რომ ქვეყნებს ეშლებათ ის, თუ კონკრეტულად რა არის მათი ნამდვილი ნაციონალური ინტერესი. რუსეთს ჩინეთთან გრძელი საერთო საზღვარი აქვს, ამიტომ პეკინს არ აწყობს მხარი დაუჭიროს მოსკოვის მცდელობას შეცვალოს საზღვრები ძალის მეშვეობით. ისრაელის მხრიდან სიბრიყვე იქნებოდა კრემლთან ალიანსის ბუნდოვანი ილუზიების გამო საფრთხე შეექმნა თავისი ურთიერთობისათვის ყველაზე ახლო მოკავშირესთან. ის, რომ ლიბერმანმა რუსული ენა იცის, ხელი ვერ შეუშალა ირანის, სირიის და “ჰეზბოლას” მოძრაობის (სირიის გავლით) რუსული იარაღით მომარაგებას. 

თუმცა, ყველა ამ ცალკეულ საკითხზე მაღლა დგას მთავარი რამ: სურთ თუ არა ამ ქვეყნებს ისეთ მსოფლიოში ცხოვრება, რომელიც მხოლოდ ეროვნული ინტერესების თამაშით იმართება? 1945 წლიდან სულ უფრო მეტი ძალისხმევა იხარჯება საერთაშორისო ნორმების გაფართოებისაკენ, მაგალითად, ისეთი კანონების შექმნისაკენ, რომლის მიზანიც ტერიტორიების ძალისმიერი დაპყრობის პრევენციაა. ამ ნორმებს ყოველთვის არ ითვალისწინებენ, თუმცა, მან, წარსულთან შედარებით, ხელი შეუწყო უფრო მშვიდობიანი და აყვავებული თანამეგობრობის შექმნას. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში (იმის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევიან ახალი განვითარებადი ქვეყნები) ეს ნორმები ან განმტკიცდება, ან გაქრება. სწორედ ეს გახდება 21-ე საუკუნეში ომის და მშვიდობის განმსაზღვრელი ფაქტორი. 

foreignpress.ge