შს მინისტრთან ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის დელეგაციის ექსპერტების შეხვედრის შემდეგ, დელეგაციის თავმჯდომარემ, შვეიცარიის ექსპრეზიდენტმა რუთ დრეიფუსმა განაცხადა:
„შინაგან საქმეთა მინისტრთან ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა პოლიციის როლზე ნარკოპოლიტიკის თემასთან დაკავშირებით. ჩვენზე დიდი შტაბეჭდილება მოახდინა ნარკოდანაშაულის პრევენციისთვის გაწეულმა ძალისხმევამ, რაც შეეხებოდა ახალგაზრდების ინფორმირებას ნარკოტიკების მოხმარების ნეგატიურ შედეგებზე.“