საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის სხდომა გაიმართა

საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის სხდომა გაიმართა

საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო და სადავო მშენებლობები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო  ცაბაძის ქუჩასა და გლდანის   ,,ა“ მ/რ-ის ტერიტორიებზე  წყლის მილის სიახლოვეს მიმდინარე მშენებლობებს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე კახა კუკავა, კომისიის წევრები, ასევე კომაპნია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების და  არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომისიის თავმჯდომარის, კახა კუკავას განცხადებით, თბილისს ესაჭიროება  ავტოსადგომები  და მათ ადგილას სავაჭრო ცენტრების  დამატებით მშენებლობა დაუშვებელია, მისივე თქმით იქ სადაც ამჟამად  სკვერი და პარკი არსებობს არც მაღალ  და არც დაბალ სართულიანი შენობების აგება არ შეიძლება , რამდენადაც დედაქალაქს აქვს  გამწვანებული ზონის დეფიციტი. დეპუტატის განმარტებით თუ მერიის მხრიდან იარსებებს მხარდაჭერა ინვესტორები მზად არიან ტერიტორია, რომელიც იჯარით აქვთ აღებული აითვისონ, როგორც ავტოსადგომი და არა როგორც სავაჭრო ცენტრი და მსგავსი სურვილის არაერთი პრეცედენტი უკვე არსებობს.

კომისიის სხდომაზე ასევე განხილულ იქნა პანდუსების დამონტაჟების საკითხი  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის. კახა კუკავას განცხადებით დღეისათვის  არცეთ შენობაზე პანდუსი დამონტაჟებული არაა,  მათ შორის არც თბილისის საკრებულოს შენობაზე, რომელიც თავისუფლების მოედანზე მდებარეობს და მისი რეაბილიტაცია დასრულების სტადიაშია.

კომისიის სხდომაზე კახა კუკავამ თბილისის მერიასა და ცენტრალურ მთავრობას აღნიშნულ პროცესებში  მეტი ჩართულობისაკენ მოუწოდა.