2008 წლის აგვისტო 2014 წლის მაისის ბოლოს

2008 წლის აგვისტო 2014 წლის მაისის ბოლოს

თვის ბოლოს გაერთიანებული შტაბი თავდაცვის მინისტრს 2008 წლის აგვისტოს ომის პოლიტიკური და სამხედრო შეცდომების ანალიზს წარუდგენს.  გაერთიანებული შტაბის, თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების საბჭოს წევრებით დაკომპექტებული ჯგუფი მუშაობას ასრულებს. უკვე ცნობილია, რომ კვლევა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გასაჯაროვდება.

ირაკლი ალასანიას უწყებამ ეს თარიღი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან არიდების მიზნით დასახელდა. თუმცა, ამის მიუხედავად ყოფილ მმართველ გუნდში თვლიან, რომ ამ კვლევის გამოქვეყნება პოლიტიკური მიტივებით არის განპიროვნებული.თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საჯარო გახდება კვლევის შედეგის გარკვეული ნაწილი, ნაწილს კი „გრიფი“ დაედება. მინისტრიაცხადებს, რომყველაშეცდომადაწარმატება, რომელსაცკვლევაგამოავლენს, საქართველოსთავდაცვისდოქტრინასსაფუძვლადდაედება. 

„დოკუმენტზე მუშაობა დასრულებულია და ჩვენ თვის ბოლომდე ველოდებით, რომ წარმოდგენილი იქნება ეს კვლევა ფედერალური შტაბის მიერ ჩემთვის და გავაცნობთ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასაც. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევისწავლოთ ყველა შეცდომა, წარმატება და ეს გახდეს ჩვენი თავდაცვის დოქტრინის გაუმჯობესების საფუძველი. ეს არაა გამოძიება, არამედ ეს არის კვლევა“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომისიის შედეგების გამოყვეყნებას ეწინააღმდეგება „ნაციონალური მოძრაობა“. დეპუტატი  გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ამ კვლევის გამოქვეყნება ქვეყისათვის საფრთხის შემცვლელია. კანდელაკის განცხადებით, როდესაც მსგავის დასკვნა უკვე არსებობს, კითხვები ჩნდება კვლევის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

 „ამ საკითხზე კვალიფიციური დასკვნა არსებოს. კარგი იქნებოდა ამ დასკვნის შესაბამისად დაეწყოთ დოქტრინებზე მუშაობა. 2008 წლის აგვისტოს ომისსამხედრო აქსპექტების შესახებ მომზადდა შესაბამისი გრიფის მქონე, ძალიან კვალიფიციური დოკუმენტი საქართველოს მოკავშირეებთან ერთად. ამ დოკუმნტზე თავდაცვის მინისტრს ხელი მიუწვდება. პოლიტიკოსები, რომლებიც მანიპულირებდნენ და საქართველოს ბრალს სდევდნენ აგვისტოს ომის პროვოცირებაში, დღეს უკვე მოხდა ამ პოლიტიკოსების თვითლუსტრირება“, - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

განსხვავებული პოზიცია აქვს საპარლამენტო უმრავლესობას. „ქართული ოცნების“ წევრები თვლიან, რომ მნიშვნელოვანია ასეთი დოკუმენტი არსებობდეს, რადგან ქვეყანამ უკეთ შეძლოს იმ საფრთხეების შესწავლა და გაანალიზება, რომლის წინაშეც დგას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მტრულ გარემოში, ამიტომ თავდაცვის სამინისტრო უნდა იყოს ადეკვატური.

„2008 წლის ომი იყო უდიდესი ტრაგედია და კატასტროფა ქართველი ხალხისთვის, რომლის მიზეზების შესწავლა აუცილებელია. პასუხისმგებლიანი სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, რომ ყველა კითხვა იყოს პასუხგაცემული, იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ უნარიანი საზოგადოება, დავუპირისპირდეთ საშინაო თუ საგარეო საფრთხეებს, შევქმნათ წელგამართული ჯარი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ვფიქრობ, სწორედ ამისთვისდაიწყო 2013 წელს თავდაცვის სამინისტრომ, იმჟამინდელი პრემიერის დავალებით, ამ ტრაგიკული მოვლენების მოკვლევა.

თავდაცვის მინისტრმა მგონი, ნათლად განმარტა, რომ თავდაცვის სამინისტრო არ არის საგამოძიებო ან პოლიტიკური უწყება, ის აწარმოებს ამ მოვლენების სამხედრო ასპექტების კვლევას. თავდაცვის სამინისტრო ახლა არის საქმით დაკავებული, განსხვავებით წინა მინისტრისგან“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, ეს კვლევა თავდაცვის სტრატეგიის დასახვეწად აუცილებელია, რადგან საქართველო საფრთხეების წინაშე დგას. 

„ეს, პირველ რიგში, აუცილებელია თავდაცვის სამინისტროსთვის, იმ სამხედრო კომპონენტის დასახვეწად, რომელიც მუდმივად, ყოველდღიურად უნდა ყალიბდებოდეს და იხვეწებოდეს. ჩვენ ვცხოვრობთ მტრულ გარემოში, ოკუპირებულია ჩვენი მიწების 20%-ზე მეტი, თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში განთავსებულია სეპარატისტების და ოკუპანტების რამდენიმე ბაზა, ასევე, აფხაზეთში მიმდინარეობს იქ მყოფი სეპარატისტებისა და რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო დაჯგუფებების გამალებული შეიარაღება, ამიტომ თავდაცვის სამინისტრო უნდა იყოს ადეკვატური. დიახაც, მან უნდა გამოიკვლიოს ამ საშინელი სამხედრო კატასტროფის მიზეზები“, - აცხადებს დეპუტატი.

რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, რომ აღნიშნული თემის წამოწევა თვითმმართვლობის არჩევნებს უკავშირდება, ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ კანდელაკის და სხვა უხერხემლოთა განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არ სურს, რადგან ძალიან ვიწრო ხედვაა ქვთ და მათი მზე ამოდის და ჩადის სააკაშვილთან ერთად.

„თუ ისინი იმას შიშობენ, რომ ვინმე ოდესმე მათ პასუხს მოსთხოვს იმაზე, რაც მათმა სამხედრო თუ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ჩაიდინა ცხინვალის მისადგომებთან, არც უმაგისობა იქნება, იმიტომ, რომ ნებისმიერი თავმოყვარე საზოგადოება და სახელმწიფო ამგვარი კატასტროფის შემდეგ თავის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას პასუხს უნდა სთხოვდეს“, -განაცხადა გია ცაგარეიშვილმა. 

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში კომისიამ ასობით სამხედრო მოსამსახურე გამოკითხა, მეორე ეტაპზე მოხდა მოპოვებული მასალის სამხედრო ანალიზი. აქუბარდია თვლის, რომ ამ დოკუმენტს მხოლოდ სამხედო დანიშნულება ექნება და მისი გასაჯაროვება მიზენშეწონილი არ არის.

„მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული ყველა ის შეცდომა, რაც დაიდო ამ დასკვით. როდესაც საუბარია კვლევის საჯაროობაზე, რამდენად ეს იყო სამხედრო კუთხით შესწავლილი, მართებულად არ მიმაჩნია მთლიანი კვლევის გასაჯაროვება“, - აცხადებს თეონა აქუბარდია.

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე თვლის, რომ დანაშაულს არ შეიძლება დაედოს გრიფით საიდუმლო. დანაშაული უნდა იყოს საჯარო და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე. მისივე განცხადებით, როდესაც მინისტრი ამბობს, რომ არავინ არ დაისჯება. მაშინ გაუგებარია რა მიზანი ჰქონდა კომისიის მუშაობას.

„ალბათ, როდესაც გასაჯარივდება ეს დოკუმენტი, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ რასთნ გვაქვს საქმე. გააუმჯობესებს თუ არა ეს საქართველოს სამხედრო შესაძლებლობებს. იცით, რომ პარალელურად გამოძიებას აწარმოებს საქართველოს მთავარი პროკურატურა. 2008 წლის მოვლენებს აქვა ორი ასპექტი, პოლიტიკური და სამხედრო. რა თქმა უნდა ეს საკითხი გამოსაძიებელია.

ის კომისია, რომელიც შეიქმნა ეს იყო დანაშაულის დაფარვის კომისა და არა გამოძიება. საკუთარ დანაშაულს არავინ არ იძიებს და მითუმეტეს ობიექტურად. საზოგადოებას აქვს მოლოდინი იმისა, რომ სიმართლე გამჟღავნდება. ჩვენ განვიცადეთ მარცხი და მარცხი ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ არ იმუშავა, სადღაც იყო შეცდომა, სადღაც შეცდომაზე მეტი, ანუ ჩადენილი იქნა დანაშაული, რის გამოც საქართველო დამარცხდა. აქიდან გამომდინარე ორივე ელემენტი გამოსაძიებელია“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.