სერჟანტები პარლამენტს ესტუმრნენ (ვიდეო)

სერჟანტები პარლამენტს ესტუმრნენ (ვიდეო)

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების სკოლის 47 მსმენელი პარლამენტს ესტუმრა.

სერჟანტები თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. მათ ირაკლი სესიაშვილს კითხვები ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო სფეროში მიმდინარე მოვლენებზე, თავდაცვის შესახებ ახალ კანონზე და სამოქალაქო თავდაცვის განვითარებაზე დაუსვეს. თავდაცვისა და უსაფრხოების კომიტეტის თავმჯდომარემ მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა და გარკვეულ საკითხებში სერჟანტებს თანადგომა აღუთქვა. სერჟანტებმა პარლამენტში დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მოწყობილი გამოფენაც დაათვალიერეს და საპარლამენტო სესიის სხდომასაც დაესწრნენ.

ამჟამად სერჟანტთა მომზადების სკოლაში 15 კვირიანი მომზადების კურსი სრულდება. ამ ხნის განმავლობაში სერჟანტებმა მათთვის აუცილებელი ცოდნა და უნარჩვევები შეიძინეს. კურსის დასრულების შემდეგ სერჟანტები საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან, სადაც განაგრძობენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას.