ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის(GIPA) მაგისტრანტები ეწვივნენ. საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები სასწავლო ცენტრში ქართველი სამხედროების ISAF-ის მისიისთვის მომზადების პროგრამას გაეცნენ, დაათვალიერეს სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა და სიმულაციური სწავლების ცენტრები.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის(GIPA) მაგისტრანტები ნატოს დაარსებიდან 65 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების - „დებატები ნატოს შესახებ“ მონაწილეები არიან. ღონისძიების ფარგლებში GIPA–ს სტუდენტებმა NATO-ს შესახებ დებატები გამართეს. დებატები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზებით გაიმართა.
დებატებში მონაწილე გუნდები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა.