„სამართლიანობის აღდგენა ის იქნებოდა, თავის რიგებშიც მოეკითხათ დანაშაულის შესაძლო ჩამდენები“

„სამართლიანობის აღდგენა ის იქნებოდა, თავის რიგებშიც მოეკითხათ დანაშაულის შესაძლო ჩამდენები“

„გუშინ გავიგე ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 7 პროცენტამდე დაეცა. თქვენ იცოდით ამის შესახებ?“, - განაცხადა ჟურანილისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა. ღარიბაშვილს სოციოლოგიას უწუნებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით დარჩიაშვილი და აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, უკეთეს შედეგებს დადებენ ქვეყნის მასშტაბით.

For.ge. დავით დარჩიაშვილს ესაუბრა.

რამდენადაც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობაატარებს შიდა კვლევებს, რამდენია თქვენი მხარდამჭერთა რაოდენობა? რადგანაც, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თქვენი რეიტინგი 7 პროცენტამდე დაეცა...

დავით დარჩიაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებზე რა შედეგიც დაიდო, იმაზე მეტი შედეგი დაიდება ქვეყნის მასშტაბით. არ შეიძლება ანგარში არ გაუწიო კვლევას, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინტიტუტმა ჩაატარა. უბრალოდ, ეს ინფორმაცია მისი საკუთრებაა და გარწმუნებთ, რომ ღარიბაშვილი თავის განცხადებებში ასეთ ობიექტურ კვლევებს არ ეყრდნობა. ეს უფრო ივანიშვილის შეკვეთას ჰგვას, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს თქვა, რომ ჩვენ 7 პროცენტი უნდა გვქონოდა, როცა ბაქრაძემ 22 პროცენტი აიღო.

ჩემი ინფორმაციით, ახლა უფრო მეტია ხმების აღების რეალური შესაძლებლობა, ვირდე ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

ეს განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ადამიანი არ არის მზად, იყოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ის ხან პოლიციელია, ხან პროკურორია, ხან რაღაცა კადრები ჩნდება და პასუხისმგებლობა მას ეკისრება, ხან კიდევ რაღაცა სოციოლოგის მანტიას ირგებს. ეს არაა პრემიერ-მინსიტრის შესაფერისი განცხადება და საქციელი.

რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ კადრები ჩნდება? თქვენ თვლით, რომ ჰაკიმ ფაშას სახელით გავრცელებული კადრები ირაკლი ღარიბაშვილს უკავშირდება?

- როდესაც ზედმეტსახელი იქნა გამოყენებული, ამას ჰქონდა ძალიან ლოგიკური და გამიზნული მნიშვნელობა. ეს კადრები გაჩნდა თუ არა, მასზე დაყრდნობით ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ აი, თურმე, რა ყოფილაო. მერე არავითარი ძიება, ვინ არის ეს ჰაკიმ ფაშა არ მომხდარა. სანამ ეს ასეა, ბუნებრივია, რომ საზოგადოებაში გაჩნდებოდა სურვილი მისთვის მიეწერათ კადრების განთავსების ბრძანება და შესაბამისი სახელიც მისთვის მიეწერათ.

ვის მიერ მოხდა ზურაბ ჟვანიას ფოტომასალის ინტერტეში ატვირთვა, ამის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს...

- ისევე, როგორც ჩუკტოევის შემთხვევაში. ნუ, გასაგებია... სერიოზულად და ობიექტურად გამოძიებული არც ერთი საქმე არ მინახია, დაწყებული იგივე, რაფალიანცის საქმიდან.

არ მიგაჩნიათ, რომ გადაჭარბებულია შეფასებები და განცხადებები, როდესაც თქვენი პარტიის მხრიდან კეთდება განცხადება, რომ ჰაკიმ ფაშა ეს არის პრემიერ-მინისტრი?

- არ მიმაჩნია გადაჭარბებულად ორი მიზეზის გამო. პირველი - „ქართულმა ოცნებამ“ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების კადრებით მანიპულაცია აირჩია თავის პიარ იარაღად, პირად ტაქტიკად და მიიჩნია, რომ ამით „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩირქს ცხებს. ამ შემთხვევაში ივანიშვილთან ერთად, ღარიბაშვილი იღებს პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ ამ პოლიტიკურ ქმედებებზე. მეორე ის, რომ არანაირი გამოძიება არაა. არანაირი შედეგი არ იდება, ყველაფერი ისევ ისე რჩება. ეძებენ, ეძებენ და ვერაფერს პოულობენ.

საკუთარ ქმედებას ხომ არ გამოიძიებენ, დარწმუნებული ვარ თვითონ არ იჯდა და არ ტვირთავდა ამ ყველაფერს, მაგრამ მისი თანხმობით მოხდებოდა ეს, ეს არის ჩემი დამოკიდებულება. მთავრობის ფუნქცია წესით უნდა იყოს სოციალური და ეკონომიკური დაპირების შესრულება, მაგრამ ამას არ აკეთებს. რასაც აკეთებს, ეს არის მუდმივი დეზინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართულებით და მათი დევნა. კეთილი ინებოს, თავის ქმედებებში და თავის პიარგაფორმებებზე პასუხი თვითონ აგოს. გადაარწმუნოს ის ადამიანები, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ ეს კადრები მისი შეკვეთით აიტვირთა.

რაც შეეხება მორატორიუმს. ოფიციალურად გამოცხადდა მორატორიუმი, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობაამბობს, რომ ზეწოლა გრძელდება. გაქვთ ფაქტები იმისა, რომ პროკურატურაში დაბარებები გრძელდება?

- ამის ძალიან ბევრი მაგალითია. მაგალითად, იგივე - მერიის თანამშრომლების წინააღმდეგ, ვინაიდან მანდ პოლიტიკური გუნდი შეიცვალა. ვინც არ შეიცვალა, იმაზე მიმდინარეობს დევნა. როგორც კი შეიცვლი პოლიტიკურ ორიენტაციას, დევნა შეწყდება. უამრავი მაგალითია ამის, რომ უშუალოდ „ქართულ ოცნებაში“ და ადმინისტრაციაში დასაქმებული ადამიანები როგორ არიან დაკავებული ქუჩაში ოპოზიციის წინააღმდეგ ანგარიშსწორებით.

ის ადამიანები, ვინც ჩვენი კანდიდატები უნდა ყოფილიყვნენ, კვლავ რჩებიან წინასწარ პატიმრობაში, ან მუდმივად არიან დაკითხვისა და სასამართლოზე ტარების ობიექტები. პრემიერის განცხადებიდან მეორე დღესვე პროკურატურა მოქმედებს, არაფერი არ იცვლება, სხვა რა უნდა ჩავთვალოთ?! რა აზრი აქვს ამ სიტყვებს, როცა ამ სიტყვების უკან არაფერი არ დგას.

ადამიანები, რომელზეც საუბრობთ, მორატორიუმის გამოცხადებამდე დააკავეს. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობათვლის, რომ იგივე როლანად ახალაიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ადასტურებს, რომ მორატორიუმი არ არსებობსო...

-დიახ ასეა.

მაგრამ, რა უნდა ქნას მაშინ პროკურატურამ, როდესაც ამ ადამიანის მიმართ მომჩივანთა რაოდენობა საკამოდ დიდია. იმის გამო, რომ არის დეპუტატი და ოპოზიციის წევრი,  დანაშაულზე რეაგირება არ უნდა მოხდეს?

- ამ ქვეყანაში სტალინიდან მოყოლებული, ადამიანები დააჩვიეს ჩივილებს - ზოგჯერ ძალით აჩივლებინებდნენ ხოლმე.

მათ შორის გვახსოვს, ეს ხდებოდანაციონალური მოძრაობისდროსაც.

- თქვენ ჩემი აზრები გაინტერესებთ, თუ პასუხი?

რა თქმა უნდა პასუხი მაინტერესებს, მაგრამ მე ვსვამ კითხვებს...

- ეს ყველაფერი ასე დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს, თუკი ხელისუფლება ამას იყენებს. თუ მაინც და მაინც ვინმეს უნდა, რომ რაც კი ბოლო პერიოდში დანაშაული მომხდარა, გამოძიებულ იქნას, ვერანიარი პროკურატურა ამას ვერ აუვა. მაგრამ, თუ ასე უნდათ, მაშინ ობიექტურობა და სამართლიანობის აღდგენა ის იქნებოდა, თავის რიგებშიც მოეკითხათ დანაშაულის შესაძლო ჩამდენები და ოპონენტების რიგებშიც.

გასაკვირია, რომ როლანდ ახალაიას შეძლება მტრები ჰყავდეს? ეს ადამიანი კრიმინალთან ბრძოლაში იყო ჩაბმული, ისევე როგორც თენგო გუნავა. ყოველთვის შეიძლება მასზე მომჩივანი იპოვო ძალით, ან ნებით, მაგრამ ქვეყანა ჩალით ხომ არაა დახურული.

რა მდგომარეობა იყო იგივე სამეგრელოში, შევარდნაძის დროს, რომელი სახელისუფლებო რგოლიდან არ კეთდებოდა აშკარა კანოდრაღვევები, რატომ იმ საქმეებს არ იძიებენ? ის ადამიანები დღეს „ოცნების“ მომხრეები არიან ყველა რაიონში და ყველა ქალაქში.

კონკრეტულად შეგიძლიათ დაასახელოთ, ვინ არიან ეს ადამიანები?

- როცა ლაპარაკობენ ჩამორთმეულ ქონებაზე, მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ 90 პროცენტი იმ ქონებისა უკანონოდ იყო მოპოვებული. არ ვიცი, ეს შეიძლება იყოს, გნებავთ, ჩხარტიშვილი. როგორ შოულობდა 90-იან წლებში საგანელიძე ფულს, რა ბიზნესებში იყო? ყველა კანონს იცავდა? ქრთამებს არ იხდიდნენ, ეს მაინც არ გაუკეთებიათ? ამიტომ, ვიღაცა წმინდანი უნდა ჩამოვიდეს მართლა და იმას შეიძლება ჰქონდეს უფლება სხვაზე რაღაცის ლაპარაკის. ამ ადამიანებს კი - არა.

თუკი პოლიტიკური ზეწოლას ახორციელებს პროკურატურა, მაშინ ამ ლოგიკით, თქვენს მიმართ რატომ არ უჩნდება კითხვები პროკურატურას და რატომ უჩნდება კითხვები ახალაიას მიმართ? ახლაიას არავინ ედავება იმას, რომ კრიმინალს რატომ ებრძოდიო. მას ედავებიან ძალიან კონკრეტულ ფაქტს, უკანონოდ რატომ ართმევდა ადამიანებს ქონებას...

- ჩემს მიმართ კითხვები იმიტომ არ ჩნდება, რომ თქვენ არ დასვათ ეს კითხვა. შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ ობიექტურები არიან. აი, დარჩიაშვილს ხომ არ კიდებენ ხელს... არ დარჩა წინა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი, ვისაც პირადად, ან სამეგობრო, ან ოჯახის წევრი არ შეუწუხეს. ჩემს თავზე არ მინდა ლაპარაკი, მაგრამ გეტყვით, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანიც არის სამსახურიდან გაშვებული.