თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარს, ანჩისხატის და ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიებსა და დედაქალაქში არსებულ სხვა ტაძრებს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და ასევე სხვა მიზნებისთვის განესაზღვრათ ფულადი ლიმიტი 10.000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული თანხის მიღება მხოლოდ რაიონული გამგეობებისთვის წერილობითი მიმართვის შემდგომ იქნება შესაძლებელი.