გულიკო ზუმბაძე  № 111 საბავშვო ბაღის მდგომარეობას გაეცნო

გულიკო ზუმბაძე № 111 საბავშვო ბაღის მდგომარეობას გაეცნო

დღეს ქ. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება–თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ლილოს დასახლებაში მდებარე № 111 საბავშვო ბაღს ეწვია და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

დეპუტატის  ინფორმაციით, ლილო  საკმაოდ ხალხმრავალი, ოცი ათასაიანი დასახლებაა და იქ მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს,  რომელიც ბუნებრივია, სკოლამდელ დაწესებულებაში  მიღების მსურველთა რაოდენობას სრულიად ვერ აკმაყოფილებს. 

ამიტომ   ბაღების  რიცხვი აუცილებლად უნდა გაიზარდოს და ამასთან, უკვე არსებულს კი საჭირო ყურადღება  მიექცეს.

გულიკო ზუმბაძემ № 111 ბაღში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძირითადი სამუშაოები, რაც ცენტრალურ გათბობასთან არის დაკავშირებული, უკვე მოგვარებულია, თუმცა ყურადღებამისაქცევია არსებულ ინვეტართან დაკავშირებული პრობლემა.

მისივე აზრით, სრულიად მიუღებელია ბავშვებისთვის ე.წ. პლასტმასის სკამებითა და მაგიდებით სარგებლობა.

დეპუტატი საბავშვო ბაღის პერსონალს დაჰპირდა, რომ საკრებულო პრობლემების მოგვარების გზებს აუცილელად გამოძებნის და მომავალი წლის ბიუჯეტში ყველა ბაღის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხას  გაითვალისწინებს.

№ 111 ბაღის მასწავლებლის ლეილა გაბელიას განცხადებით, ლილო ინტერნაციონალური დასახლებაა და საბავშვო ბაღებში ბავშვების მიყვანის სურვილი ბევრ ადამიანს გააჩნია, რაც სამწუხაროდ ვერ ხერხდება.

ამიტომ  ლილოს დასახლებაში კიდევ რამდენიმე სკოლამდელი დაწესებულების გახსნაა აუცილებელი.