ევროკავშირის წარმომადგენლობამ ასოცირების ხელშეკრულების შესახებ გავრცელებულ „მითებს“ ფაქტებით უპასუხა და შესაბამისი 40 პუნქტიან დოკუმენტი გამოაქვეყნა. ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ შეთანხმება არანაირად არ აქეზებს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ. პირიქით, ის მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სტაბილურობას და თანამშრომლობას რეგიონში. წარმომადგელობაში ამბობენ, რომ საქართველო, სადაც მშვიდობა და კეთილდღეობა იქნება გამეფებული, რუსეთის ინტერესებშიც არის.
„ასოცირების შესახებ შეთანხმებამ შეიძლება ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დროთა განმავლობაში, ყველა ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში, ისარგებლებს იმ უპირატესობებით, რომლებსაც მოიტანს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის წყალობით ამაღლებული ცხოვრების დონე“, - ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განსხვავებულად ფიქრობს, ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე, რომლის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს პროცესი უმტკივნეულო ვერ იქნება.
For.ge. მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
ევროკავშირის წარმოამდგენლობის მიერ გავრცელებული განცხადებით, ასოცირების შესახებ შეთანხმებამ შეიძლება ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას. რამდენად რეალურია, რომ ასოცირების შემდეგ ქვეყანამ შეძლოს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგავრება?
მამუკა არეშიძე: არ ვიცი, ევროკავშირის წარმომადგენლები რას გულისხმობდნენ. თუ ისინი გულისხმობდნენ ეკონომიკურ მხარეს, ეკონომიკური თვალსაზრისით მომხიბლავი უნდა იყოს. მაგრამ, საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ უმტკივნეულო იქნება საქართველოსთვის ეს პროცესი, რასაც ჰქვია თავიუფალი ბაზრის სივრცეში ჩართვა. ამიტომ, ეს ნათქვამი უფრო სურვილის სფეროს განეკუთვნება, ვიდრე რეალობას. თავისუფალი ბაზრის სისტემას რომ მოერგო, ეკონომიკა უნდა იყოს რაღაცა მგდომარეობაში და რაღაცაში ვგლისხმობ თუნდაც საბაზრო მდგომარეობას, თუ წელში გამართული არა, მოფერიანებული მაინც უნდა იყოს, სისტემა უნდა მუშაობდეს ეკონომიკაში.
სულ მომყავს ანალოგიურ შემთხვევაში ორი ევროპული ქვეყნის რუმინეთის და სლოვენიის მაგალითი. სლოვენიამ, მიუხედავად ომისა, შეინარჩუნა თავისი ეკონომიკური პოტენციალი, რადგან სისტემა აწყობილი ჰქონდა. მისთვის ამ ბაზარში შესვლა აღმოჩნდა ნაკლებად მტკივნეული და მომგებიანიც.
რუმინეთის შემთხვევას რაც შეეხება, ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო მისი ეკონომიკა და ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით, დღესაც წელშია გატეხილი, არ უშველა არაფერმა. სწორედ, ამას ვგულისხმობ როდესაც ვამბობ, რომ ზოგისთვის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა კარგია, ზოგი კი ამისთვის მზად არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ პირიქით შეიძლება სერიოზული დარტყმა აქეთ მივიღოთ.
როგორ ფიქრობთ, ასოცირების შესახებ შეთანხმება კიდევ უფრო გაართულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას და შესაძლოა, მეტი დაძაბულობა გამოიწვიოს სეპარატისტულ რეგიონებში?
- რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, რუსეთი ჩვენს ევროკავშირთან ურთიერთობას, მაინცდამაინც აგრესულად არ და ვერ უყურებს და გეტყვით რატომ. რუსეთს მაინც აქვს იმედი, რომ საქართველო მომავალში საბაჟო სივრცეში შევა. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ისრაელის პოზიცია. ისრაელს უნდა საბაჟო კავშირში გაწევრიანება და ამას ძალიან ხშირად აცხადებს მისი პრემიერ-მინისტრი ლიბერმანი.
თუმცა, ისრაელს ხელი მოწერილი აქვს ევროპასთან ანალოგიურ დოკუმეტზე...
- გასაგებია, მაგრამ არსებობს პრეცედენტი იმისა, რომ ქვეყანას ორივე ეკონომიკურ სივრცესთან აქვს ურთიერთობა - დასავლეთთანაც და რუსეთთანაც. აქედან გამომდინარე, რუსეთისთვის საქართველოს ევროპასთან ასოცირებაზე ხელმოწერის დოკუმენტი განსაკუთრებული აგრესიის საგანი ვერ ხდება. რასაკვირველია, რუსეთს არ მოსწონს, თვლის, რომ საქართველო საბაჟო კავშირში უნდა გაწევრიანდეს, მაგრამ ეს დოკუმენტი არაა მისი აღშფოთების მთავარი საგანი, მითუმეტეს, რომ ახლა უკრაინასთან აქვს საქმე გასარკვევი. ასევე, რთული მდგომარეობა აქვს დანარჩენ მსოფლიოსთან, მაგრამ რაც შეეხება ნატოს, ამ შემთხვევაში რუსეთი იქნება ძალიან აგრესული.
თუმცა, მანამდე გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება. რამდენად მშვიდად მივა ხელმოწერამდე საქართველო? მითუმეტეს, რომ აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთში რუსული პასპორტების გაცემასთან დაკავშირებით...
- დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობიანად მივა. საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთი ემზადება საქართველოს ნებისმიერი ნაბიჯისთვის, რომელიც იქნება ნატოსთან დაკავშირებული. ამ შემთხვევაში რუსეთი იქნება აგრესიული. მარტო სამცხე-ჯავახეთზე და პასპორტების დარიგებაზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას. პასპორტები მარტო ჯავახეთის მოსახლეობას არ ურიგდება, ქართველებიც იღებენ.
არ მინდა, რომ სამცხე-ჯავახეთისაგან შეიქმნას მტრის ხატი. მის მიმართ გაჩნდეს განსაკუთრებული აგრესია, იმ საზოგადოების მხრიდან, რომლებიც, რიგ შემთხვევაში, საქმის კურსში არ არიან. ზოგ შემთხევაში, ჟურნალისტები და ექსპეტრები საზოგადოებას გაბუქულ ინფორმაციას, მითუმეტს, რომ ჯავახეთის ტერიტორიაზე ოფიციალური ერევანი კატეგორიული წინააღმდეგია ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობის.
რაც შეეხება ამდაგვარ ქმედებებს, რაც რუსეთის მომზადებად შეიძლება მივიჩნიოთ, ეს არამარტო პასპორტებია, არამედ იგივე ღობის გავლება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვამბობდი და ვახსენებდი ზუსტ ადგილს, სადაც ამ ღობის გავლება გამოიწვევდა საქართველოსთვის დამტებით სერიოზული პრობლემების შემქნას. ეს არის სოფელი ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორია, სადაც გადიოდა როგორც საგზაო, ისე ენერგეტიკული მაგისტრალი. მოხდა ისე, რომ ფინიში უკვე დაიდგა ორჭოსანთან. ეს ნიშნავს, რომ თუ რუსეთმა ძალიან მოინდომა, შეუძლია საქართველოს ეს ორივე მაგისტრალი გადაუკეტოს და თვითონ გააკონტროლოს როგორც საგზაო, ისე ენერგეტიკული მაგისტრალი. გარდა ამისა, უამრავი სხვა ქმედებებია, რომელიც რუსეთის მომზადებაზე მიგვანიშნებს.
კონკრეტულად?
- ძალიან გააქტიურდა პრორუსულად განწყობილი მოძრაობები. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგ შემთხვევაში ერთი და იგივე ხალხი დგას გნებავთ პრორუსული, ისე პროდასავლური აქციების უკან. ეს საფრთხეები არის დღევანდელი გადასახედიდან. თუ სიტუაცია შეიცვალა, ანუ დასავლეთი აგრესიული გახდა რუსეთის იმ ქმედებების მიმართ, რაც ახლა უკრაინაში ხდება, მაშინ შეიძლება სიტუაცია სულ სხვანაირად განვითარდეს.
დღეს უკრაინაში მიმდინარეობს შეტაკებები, რომელიც სისხლისღვრით მთავრდება. თუ ასე გაგრძელდება, მაშინ ეს გულისხმობს სერიოზულ შეტაკებას რუსულ და უკრაინულ არმიას შორის, რაც ნიშნავს ომის დაწყებას. ომს როგორი ფინალი ექნება, ამის თქმა რთულია. ხელმოწერამდე დარჩენილია თვენახევარი, ამ დროში რა მოხდება არავინ იცის. თუ რუსეთის დამარცხებით დამთავრდა უკრაინის მოვლენები, მაშინ სხვანაირი მიდგომების დემონსტრირება მოხდება, თუ პირიქით მოხდა, მაშინ აბსოლუტურად სხვანაირი სიტუაცია იქნება და შეიძლება უკან დაგვრჩეს ყველანაირი ხელშეკრულება.
ამ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება?
- ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში ყველაზე სწორი იქნება მაქსიმალური დელიკატურობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ამ მიმართულებით ზედმეტი განცხადება საჭირო არაა. თავისთავად სიტუაციური თვალსაზრისით ძალიან კარგი იყო თინა ხიდაშელის ტექსტი, რომელიც მან ევროპარლამენტის სხდომაზე გააკეთა, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ტექსტმა არაფერი არ მოგვცა, სწორედ ამაშია საქმე. როდესაც განცხადება ან გამოსვლა ორიენტირებულია შედეგზე, მაშინ საჭიროა გამოსვლა, მითუმეტეს საჭიროა პატარა ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან. არ მინდა, რომ საქართველო ისევ აღმოჩნდეს წისქვილის ორ ლოდს შორის. ამიტომ, ვთვლი, რომ ახლა ჩვენ გვჭირდება მშვიდად ყოფნა. დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას და მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. შეგვიძლია თუ არა საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ამის გაკეთება ერთხელ მაინც, ახლა გამოჩნდება.