შს სამინისტროს წარმომადგენლებმა კარატეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს

შს სამინისტროს წარმომადგენლებმა კარატეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს

შსს-ს წარმომადგენლებმა კოსოვოს ქალაქ პრიშტინაში 4-6 აპრილს გამართულ კარატეს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა. შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის სპორტსმენებმა იასპარეზეს როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ შეჯიბრში. სამინისტრო ჩემპიონატზე სამი სპორტსმენით დაკომპლექტებული ნაკრებით წარსდგა, რომლის შემადგენლობაში არიან: კობა ცერცვაძე, ლევან ლომიძე და ალექსანდრე ჟამურაშვილი. საერთაშორისო ჩემპიონატი ყოველწლიურად ტარდება. წელს მასში 30-ზე მეტი ქვეყნის პროფესიონალი კარატისტები მონაწილეობდნენ.

საქართველოს ნაკრებმა, დაძაბული ორთაბრძოლების მიუხედავად, მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ქართველი სპორტსმენები მასპინძელი ქვეყნის გუნდს ფინალში შეებრძოლნენ და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი, ხოლო ინდივიდუალურ შეჯიბრში საპრიზო ადგილები დაიკავეს. კობა ცერცვაძემ ოქროს, ლევან ლომიძემ და ალექსანდრე ჟამურაშვილმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.