ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა (ვიდეო)

ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ირაკლი ალასანიამ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში  საქართველოს პრემიერ-მინისტრის მომავალი ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასა: „პრეზიდენტ ობამასთან  შეხვედრის შემდეგ, ეს იქნება წელს ჩვენი პრემიერ-მინისტრის  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი.  ვიზიტს  ექნება ძალიან დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა, როგორც ევროპული ინტეგრაციის, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის  კუთხით. ჩვენ ვაგრძელებთ   თანამშრომლობას გერმანიის სამხედრო ქვედანაყოფებთან და თქვენ იცით, რომ  მომავალ ოპერაციაში,  ჩვენ ვიქნებით გერმანელებთან  ერთად ჩრდილოეთ ავღანეთში“.

ირაკლი ალასანიამ  მოსალოდნელ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა: „ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს თავისი კომპეტენცია  შიდა უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის კუთხით. თავდაცვის სამინისტრო  საგარეო საფრთხეებზეა ორიენტირებული.  ჩვენ გვაქვს ინფორმაციის მუდმივი ურთიერთგაცვლა. მინდა გითხრათ და საზოგადოებას მივმართო, რომ განსაკუთრებულად საგანგაშო და დასაძაბი არაფერია. უბრალოდ, ხდება სხვადასხვა ზომების მიღება, რომ  იმ მომენტისთვის, როდესაც  ასოცირების შეთანხმებას ხელს მოვაწერთ, ასევე  ნატოს სამიტისთვის, საქართველო იყოს წარმოჩენილი, როგორც  სტაბილური ქვეყანა“.