ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე თავდაცვის უწყებაში

ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე თავდაცვის უწყებაში

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს იაკუბ კულჰანეკს შეხვდა. კოლეგებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. იაკუბ კულჰანეკმა მაღალი შეფასება მისცა თავდაცვის სფეროში წარმატებულ რეფორმებს და საქართველოს მონაწილეობას ნატოსა და ევროკავშირის ოპერაციებში. ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლის განცხადებით, ნატოს ასპირანტ ქვეყნებს შორის საქართველო მოწინავე პოზიციებზე იმყოფება და უფრო უნდა დაუხალოვდეს ალიანსს. ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის საქართველოში ვიზიტის მიზანი  საერთაშორისო კონფერენციაში „გზა ნატოსკენ“ მონაწილეობაა.