საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი ქართულ-ამერიკული კომპანია ,,S- Cad Group’’-ის მიერ გამართულ ტრენინგს დაესწრო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კომპიუტერული პროგრამა ,,ავტოკადის’’ შესწავლას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, ახალგაზრდები ორ თვიან კურსს გაივლიან და საინჟინრო, სამშენებლო და დიზაინერული მიმართულებით გაიღრმავებენ ცოდნას.
პროგრამა, რომელიც უფასო სწავლებას ითვალისწინებს, თბილისის საკრებულოსა და ქართულ-ამერიკული კომპანია ,,S- Cad Group’’-ის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.
დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ კომპანიის ხელმძღვანელს პროექტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულო ყოველთვის გვერდში დაუდგება ასეთი ტიპის წამოწყებებს.
ირაკლი შიხიაშვილის თქმით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები იგივენაირად იმსაუხებენ ყურადღებას, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები და ამ ადამიანების გვერდში დგომა მხოლოდ და მხოლოდ გააადვილებს და გაახალისებს მათ ცხოვრებას.
,,S- Cad Group’’ -ის ხელმძღვანელის განცხადებით, კომპანია ყველა წარმატებულ კურსდამთავრებულს, საშუალებას მისცემს დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად პოზიციაზე და დაეუფლონ ახალ საქმეს.
მიხეილ ცინაძის თქმით, სწავლება უფასოა და პროგრამაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ყველა პირს შეუძლია ჩართვა.
ქართულ-ამერიკულმა კომპანიამ თბილისში საკუთარი წარმომადგენლობა სამი წლის წინ დააფუძნა და ამ ეტაპისთვის უკვე რამდენიმე ათეული, ავტოკადის მცოდნე პროფესიონალი კადრი მოამზადა, რომლებიც დასაქმდნენ, როგორც ამ კომპანიაში, ასევე სხვადასხვა საინჟინრო ფირმებში.