კახა კალაძე: 4 ოქტომბერი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი დედაქალაქისთვის, რათა გაგრძელდეს ის პროექტები, რომლებიც წამოვიწყეთ

კახა კალაძე: 4 ოქტომბერი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი დედაქალაქისთვის, რათა გაგრძელდეს ის პროექტები, რომლებიც წამოვიწყეთ

პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და მათ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება დედაქალაქში დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა და მხარდაჭერისთვის მმართველ გუნდს მადლობა გადაუხადა.

ყველა ვიბრძვით, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის როლი მნიშვნელოვანია. ყველანი ვთანხმდებით, რომ მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება. ჩვენ რომ არ გვებრძოლა მშვიდობისთვის, ვერ ვისაუბრებდით ქალაქში განსახორციელებელ პროექტებზე. მიუხედავად იმისა, რომ იყო უამრავი შემოტევა, ცილისწამება, შეურაცხყოფა, მუქარა, რომელიც დღესაც გრძელდება, გვიჭირავს მტკიცე პოზიცია და პირველ რიგში, ვიცავთ და ვატარებთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. სხვანაირად შეუძლებელია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევეგუებით, რომ ვიღაცებმა გარედან ხელი გვიქნიონ და მათი დავალებები შევასრულოთ - დავალებები, რომლებიც მტრულია, რადგან მეგობარი არ გეტყვის, შენს ქვეყანაში ომი გააჩაღეო", - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა ქართული ოცნების" ამომრჩეველსაც გადაუხადა.

მე ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ მომეცა საშუალება, ვემსახურო ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს, გემსახუროთ თქვენ, თბილისელებს. მადლობა ამ თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის. მე მარტო არ ვარ ამ ბრძოლაში, ზურგს მიმაგრებს ძალიან დიდი გუნდი, რომელსაც ქართული ოცნება" ჰქვია. რა თქმა უნდა, ეს თქვენი დამსახურებაა, რადგან ჩვენ ყველანი ვართ ჩვენი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცები. 4 ოქტომბერი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის, რათა გაგრძელდეს ის პროექტები, რომლებიც წამოვიწყეთ სკვერების, პარკების, ავარიული კორპუსების ჩანაცვლებისა თუ სხვა არაერთი მიმართულებით. არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ. ყველას დავეხმარებით ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. ყველაზე მთავარი ქვეყანაში მაინც გრძელვადიანი მშვიდობის არსებობაა, რადგან მშვიდობას მოაქვს ქვეყნის განვითარება, ქვეყნის განვითარებას კი კეთილდღეობა თითოეულ ოჯახში", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარმატება და გამარჯვება უსურვა.

მოსახლეობასთან შეხვედრას თბილისის საარჩევნო შტაბის უფროსი ლევან მაჭავარიანი და ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები ესწრებოდნენ.