გიორგი აბაშიშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა მეტ პერსპექტივაზე ისაუბრა ბატონ ივანიშვილთან შეხვედრაზე, რაც კიდევ ერთი დასტური იყო, რომ ეს იყო შედეგზე ორიენტირებული ვიზიტი

გიორგი აბაშიშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა მეტ პერსპექტივაზე ისაუბრა ბატონ ივანიშვილთან შეხვედრაზე, რაც კიდევ ერთი დასტური იყო, რომ ეს იყო შედეგზე ორიენტირებული ვიზიტი

ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში არჩევანის პირისპირ“ საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტი შეაფასა. ​მისი თქმით, საქართველო არის ღია ეკონომიკის ქვეყანა და ყველას უწვდის ხელს.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსადმი ინტერესი სწორედ ბოლო 10-12 წლის განმავლობაში განხორციელებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. სწორედ ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ გახდა საქართველო ერთადერთი ქვეყანა კონტინენტზე, რომელსაც აქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, მეორე მხრივ, გააფორმა შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩინეთთან. საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობა თურქეთთან, უკრაინასთან და დსთ-ს წევრ ქვეყნებთან“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისი შეფასებით, პრეზიდენტის ვიზიტს, ეკონომიკურთან ერთად დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

ეს იყო მეგობრული ვიზიტი. ამას ადასტურებდა ყველა დეტალი და ჩვენ რეალურად ვნახავთ ამ ვიზიტის შედეგებს, რაც კონკრეტულად დაანონსდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც 6-მილიარდიანი შეთანხმება გაფორმდა, სწორედ ამის შემდგომ იყო შეხვედრა ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, სადაც არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას განახორციელებს საქართველოში. მეტ პერსპექტივაზე ისაუბრა ბატონ ივანიშვილთან შეხვედრაზე, რაც კიდევ ერთი დასტური იყო, რომ ეს იყო შედეგზე ორიენტირებული ვიზიტი“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.