„ლელო“ არის თაღლითების პარტია, შექმნილია თაღლითობის მიზნით, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მამუკა ხაზარაძეს გაცხადებული აქვს, რომ პარტია შექმნა იმიტომ, რომ ანაკლიის საკითხის პრობლემა ჰქონდა.
„მთელმა საზოგადოებამ, მსოფლიო საზოგადოებამ ნახა, რომ რაც მას ჰქონდა იყო თაღლითური სქემა, თაღლითური სარჩელები იმისთვის, რომ მილიარდ-ნახევარი ამოეღო ქართველების ჯიბიდან. ეს თაღლითობა გასკდა არჩევნებამდე და თურმე ის ბანერები, პრეზენტაციები იყო თაღლითობა. მათი მთავარი ამოცანაა, რომ დაანგრიონ ქვეყანა. ამბობენ კიდეც, რომ თუ არჩევნებში გაიმარჯვებენ, მეორე დღესვე ქალაქის კოლაფსს მოაწყობენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.