მედიის ინფორმაციით, ოსლოში ისრაელის საელჩოსთან, დაახლოებით, 500 მეტრის დაშორებით აფეთქება მოხდა. შემთხვევის გამო, დაკავებულია 13 წლის მოზარდი. დეტალები უცნობია.
მედია წერს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ხელყუმბარას ჰგავდა. აფეთქების შემდეგ ქალაქში გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები. გაფრთხილება მიიღეს მოქალაქეებმა.