შეიძლება ითქვას, რომ 30 წლის განმავლობაში საქართველო იყო ქვეყანა, რომლის პოლიტიკაც ცალმხრივი სიყვარულის ისტორია იყო. ჩვენ ვეტრფოდით ევროპას, მის ნაწილად გამოვაცხადეთ თავი, როდესაც ევროპას არც კი უფიქრია, რომ ჩვენ მისი ნაწილი ვიყავით, - განაცხადა ანალიტიკოსმა ნიკა ქობულაძემ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
მისივე თქმით, საქართველო იყო სახელმწიფო, რომელიც მზად იყო გაეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც ევროპულ სახელმწიფოებს ეშინოდათ, მაგალითად იყო მოწინავე ხაზზე რუსეთთან დაპირისპირებაში, რაც ქვეყანას ძალიან ძვირად უჯდებოდა.
„სამწუხაროდ, საქართველო ევროპისთვის არ არის ფასეულობა და ახლა მათ მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ საქართველომ საკუთარ თავზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება დაიწყო“, - განაცხადა ქობულაძემ.