„სანახევრო ცვლილებები არ მაკმაყოფილებს“

„სანახევრო ცვლილებები არ მაკმაყოფილებს“

„აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად არის „ნაციონალურ მოძრაობაში“. პირდაპირ გეტყვით, რომ მე რადიკალური ცვლილებების მომხრე ვარ. თუმცა, მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ დღეს რადაიკალური ცვლილებების დრო არ არის“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, რომელმაც უარი თქვა მონაწილეობა მიიღოს თბილისის მერის არჩევნებში.

დატოვებს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ და რატომ თვლის, რომ ჰაკიმ ფაშას სახელით გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას მასალა ხელისუფლებამ გაავრცელა, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge გიორგი ვაშაძეს ესაუბრა.

IRI-ის კვლევებით, „ქართული ოცნებისკანდიდატს 52 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. თუმცა, „ნაციონალურ მოძრაობაშიაცხადებენ, რომ ნარმანიას დაბალი რეიტინგი აქვს. რის საფუძველზე აცხდებთ ამას?

გიორგი ვაშაძე: ამას ვაცხადებთ ჩვენი კველევების საფუძველზე, რადგან იმ კვლევებში, რომელსაც ვაკეთებთ, ყველგან ჩანს, რომ ნარამანია 50 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს.

რაც შეეხება თქვენს გადაწყვეტილებას. რატომ თქვით უარი მონაწილეობა მიიღოთ მერის არჩევნებში? არსებობს ინფორმაცია, რომ ეს გადაწყვეტილება გიგი უგულავასთან დაპირისპირების გამო მიიღეთ...

- დაპირისპირებას რაც შეეხება, აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად არის „ნაციონალურ მოძრაობაში“. პირდაპირ გეტყვით, რომ მე რადიკალური ცვლილებების მომხრე ვარ. თუმცა, მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ დღეს რადიკალური ცვლილებების დრო არ არის.

რადიკალურ ცვლილებაში რას გულისხმობთ?

- მაქსიმალურად უნდა გადახალისდეს მენეჯმენტი. ის ცვლილებების პროცესი, რაც ჩვენ დავიწყეთ, თუნდაც პრაიმერი, ბოლომდე უნდა მივიდეს. ზუსტად ამ საკითხზე ვმუშაობ „ნაციუნალურ მოძრაობაში“. ჩვენი პარტია უნდა იქცეს პლატფორმად, რომლის მეშვეობითაც ყველა საერთო პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფს ექნება შესაძლებლობა, რომ ამ პლატფორმის მეშვეობით მიიღონ ქვეყნის განვითარებაში აქტიური მონაწილეობა. ამის მომხრე ვარ და მინდა, რომ ეს ცვლილებები ბოლომდე მივიყვანო.

რაც შეეხება მერობის არჩევნებს, ნიკა მელია ახლგაზრდა ადამიანია, ჩემი მეგობარია და შესაბამისად მივიღე ეს გადაწყვეტილება.

გასაგებია, მაგრამ კანდიდატურა რატომ მოხსენით?

- პირდაპირ გეუბნებით, რომ სანახევრო ცვლილებებლი არ მაკმაყოფილებს. ცვლილებები ბოლომდე უნდა მივიდეს.

იმ შემთხვევაში თუ რადიუკალური ცვლილებები არ განხორციელდა, დატოვებთნაციონალურ მოძრაობას“?

- თუ დავინახავ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ პერსპექტივა აღარ არის, რა თქმა უნდა, ამას ღიად ვიტყვი. მაგრამ, დღეს მე მჯერა იმ ათასობით ადამიანის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდა.

რაც შეეხება, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტს. პარლამენტის თავმჯდომარე საქმის სასწრაფო გამოძიებას ითხოვს. საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა პრემიერ-მინისტრმა. ამის მიუხედავადნაციონალური მოძრაობასასწრაფო გამოძებას ითხოვს. უახლოესი წარსულიდან გვახსოვს ფაქტები, როდესაც ფიზიკურად გაუსწორდნენ დეპუტატებს, თუმცა არც ერთი საქმე გამოძიებული არაა...

- ამ საქმის გამოძიება შეუძლიათ ძალიან სწრაფად. ცნობილია მანქანის ფერი და ნომერი. შესაბამისად, ძალიან სწრაფად შეიძლება დადგინდეს ვინ იყვნენ. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, მან კონტროლზე არაერთი საქმე აიყვანა, რომელიც დღემდე გამოუძიებელია. ჩვენ მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს არა იმიტომ, რომ მან განცხადება გააკეთოს, რომ ის გამოძიების მომხრეა, არამედ მან აიყვანოს პირად კონტროლზე ეს საქმე და გაირკვეს ვინ გასცა ნუგზარ წიკლაურის ცემის ბრძანება.

როგორ ფიქრობთ, ეს ფაქტი თათუხაშვილის საკითხს უკავშირდება, როგორც ამას თქვენი კოლგები ამბობენ?

- ამ ფაქტსაც უკავშირდება. თუმცა, მთავარი და მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ აქ იყო პირთა ჯგუფი, 7-8 ადამიანი, რომელიც თავს დაესხა ნუგზარ წიკლაურს. მათ ჰქონდათ ელექტროშოკები და მათ უნდოდათ წიკლაურის გატაცება. მეორე მხრივ, პროკურატურამ საქმე აღძრა მსუბუქი დაზიანების მუხლით, რაც გულისხმობს ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას. სამწუხაროდ, ეს მიუთითებს, რომ პროკურატურა და ხელისუფლება ცდილობს, რომ რაც შეიძლება ნაკლები პასუხისმგებლობა იყოს იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც ამ შემთხვევაში თავს დაესხნენ დეპუტატს. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ დაიდოს დაუყოვნებლივ სრული სურათი, რა მოხდა, ვინ განახორციელა, ვინ იყვნენ ეს სპეცსასამხურის წარმომადგენლები და ვისი დავალებით მოქმედებდნენ.

რატომ ფიქრობთ, რომ ეს არის ხელისუფლების ორგანიზებული და რატომ გამორიცხავთ პირად უთანხმოებას?

- ამიტომ ვითხოვთ დაუყოვნებლივ გამოძიებას. ხელისუფლებამ თქვას თავისი ვერსია, გამოავლინოს დამნაშავეები, რომ არ იყოს ზედმეტი სპეკულაციები ამ თემასთან მიმართებაში. რაც შეეხება პირად წყენას, გამოვირიცხავ. არანაირი კონფლიქტი ნუგზარ წიკლაურს არავისთან არ ჰქონია.

პირად წყენაში ვგულისხმობ საზოგადოებას, იმ ადამიანებს, რომელიც ითხოვენნაცილური მოძრაობისწევრების დასჯას. ეს ადამიანები ხმამაღლა აცხადებენ, რომ თავად აღასრულებენ სამარათალს...

- შეიძლება ხელისუფლება შეეცადოს, რომ ამ მიმართულებით წაიყვანოს გამოძიება, მაგრამ შეიარაღებული ადამიანების ორგანიზება ელექტროშოკებით წარმოუდგენელია. შეიძლება ხელისუფლება შეეცადოს ამ ვერესიის განვითარებას, თუმცა ეს აბსურდი იქნება, რომ ნუგზარ წიკლაურს დახვდნენ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ განაწყენებული ადამიანები და ანგარიშსწორება მოუწყვეს.

ლალი მოროშკინამ თქვა, რომ ეს თავდასხმა დაგეგმანაციონალურმა მოძრაობამ“. სხვათა შორის, გამოითქვა მოსაზრება, რომ მსგავსი თავდასხმები ხელს აძლევს ყოფილ ხელისუფლებას, რათა შექმნან დესტაბილიზაციის კერა. როგორ ფიქრობთ, რატომ გიყენებთ საზოგადოებას ასეთ ბრალდებებს?

- გამოიძიონ. გახსნან ეს საქმე და დადგინდეს ჰქონდა თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ ამასთან კავშირი. ლალი მოროშკინა ჩვეულებრივი სახელმწიფო მოხელეა, რომელიც ამ შემთხვევაში ხელისუფლების პოზიციას აჟღერებს. ყველაფერი რომ დამთავრდეს, უნდა გამოიძიონ. შესაბამისად, მარტივად გამოჩნდება, როგორც მოროშკინა ამბობს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუკეთა თუ არა ორგანიზება ამ ყველაფერს და დააკავონ ის ადამიანი. ძალიან მარტივია ეს საქმე.

ამ ფაქტს წინ უსწრებდა, იგივეევრაზიული კავშირისმიერ ორგანიზებული აქციები. მმართველი კოალიცია თვლის, რომ ამის უკან დგას გარკვეული ძალა, რომლის მიზანია ქვეყანაში ვითარების ესკალაცია. თქვენ ასე არ მიგაჩნიათ?

- ეს არის კონკრეტული ძალების და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, პირადად პუტინის უშიშროების სამსახურების მიერ ორგანიზებული რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ სიტუაციის რადიკალიზაციას ქვეყანაში. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს ვინ დგას ამ ჯგუფების უკან, იმიტომ, რომ ეს არის ეროვნული ინტერესების თემა. ამ შემთხვევაში პოლიტიკური დაპირისპირება და პოლიტიკური კინკლაობა გვერდზე უნდა გადავდოთ. როცა ეროვნული ინტერესები დევს ქვეყნის საპირწონეზე, აქ საერთო პოზიცია უნდა გვქონდეს.

გამოძიება,უშიშროება, შსს მათ ხელშია. მოსასმენი აპარატურაც მრავლად აქვთ და უნდა დაადგინონ საიდან ფინანსდებიან ეს ორგანიზაციები და რა ინტერესებს ემსახურებიან. მე დღესაც ვფიქრობ, რომ რუსი ჯაშუშები ციხიდან არ უნდა გამოეშვათ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ახლა ამ ხელისუფლების და ზოგადად, ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალიან აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა პროცესებში. ხელისუფლებას ძალიან მკაცრი პოზიცია უნდა ჰქონდეს ამ საკითხთან დაკავშირებით.

ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იგივე ჯავახეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების დარიგებასთან დაკავშირებით...

- ჯავახეთთან დაკავშირებით ბოლო 10 წლის განმავლობაში მსგავსი ინფორმაციაც არ მსმენია. ეს იყო ქართული სპეცსამსახურების და ქართული პოლიტიკის უსაფრთხოების შედეგი, რის გამოც პრობლემა არ გვსმენია.

ეს ის პროცესია, რომელიც ადრეც იყო. ეს არ დაწყებულა გუშინ...

- რუსეთი დღეს შეეცდება სიტუაციის არევას ჯავახეთში. არა მარტო ჯავახეთში, არამედ შეეცდება ცხინვალის და აფხაზეთის მიმართულებითაც დაძაბოს სიტუაცია. ასევე შეეცდება ვითარების დაძაბვას პანკისის ხეობაში, რომ მერე, უკვე, რუსეთს ჰქონდეს საბაბი, როგორც ეს იპოვა ყირიმში. ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ხელისუფლების მოქმედება, მაქსიმალური კონცენტრაცია იმაზე, რომ მოხდეს სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება.

თქვენი ოპონენტები თვლიან, რომ ეს პროცესები მართვადია ყოფილი მმართველი გუნდის მიერ. „ნაციონალურ მოძრაობაპროგნზირებს ქვეყანაში უკარაინული სცენარის განმეორებას...

- ჯობია ლოგიკურად იაზროვნონ. კიდევ ვამბობ, რომ ეს არის საერთო გეგმის ნაწილი, რომელიც დაწერილია მოსკოვში და ამის ნაწილია გამოსვლები „ევრაზიული კავშირის“ სასარგებლოდ, ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ახალქალაქში, იგივე, მცოცავი ანექსია - ეს არის საერთო გეგმის ნაწილი. ნაცვლად იმისა, რომ აბსურდული განმარტებები მოძებნონ, ჯობია რაციონალური მიზეზები დავადგინოთ, საიდან იმართება ეს პროცესები და შესაბამისი სტრატეგია აეგოს.

რა შეეხება შალვა თათუხაშვილი საქმეს. გამოძიება მიმდინარებს, თუმცა ამის მიუხედავადნაციონალური მოძრაობისწევრები ამბობენ, რომ ეს იყო მკვლეობა. რაში აწყობდა ხელისუფლებას მისი წამება და სიკვდილამე მიყვანა, რა გუმენტების საფუძველზე ამბობთ ამას?

- ეს ადამიანი ამბობდა, რომ აწამებდნენ. სამი კვირის მანძილზე ადამიანი გაუჩინარებული იყო. სახლში დაბრუნებიდან დღენახევარში გარდაიცვალა. მის სხეულზე აღმოჩენილია წამების სერიოზული ნიშნები. ეს ყველაფერი მიუთითებს სამწუხაროდ იმაზე, რომ ამ ადამაინის წამება მოხდა კონკრეტული ჩვენების მიღების მიზნით. ხელისუფლებას სჭირდებოდა მისი ჩვენება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. სახელდება კონკრეტული პროკურორები, რომლებიც ამ წამებაში იღებდნენ მონაწილეობას, ამას ამბობენ ოჯახის წევრები. ამ საქმეს სჭირდება სასწრაფო და დროული გამოძიება. გამოიძიონ ისე, რომ არც ერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს.

მათ შორის ის სისხლის სამართლის საქმეები, რომელშიცნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლები არიან მხილებულები...

- ყველა საქმე სრულფასოვნად უნდა იქნას გამოძიებული. სამწუხაროდ, დღევანდელი საგამოძიებო უწყებები გამოირჩევიან არა იმით, რომ საქმეზე ობიექტური რეალობა დაადგინონ, არამედ იმით, რომ ჰაკიმ ფაშას სახელით აქვეყნონ ვიდეო, რომელიც საქმიდან ამოღებული მასალიდან არის გაკეთებული. ჩვენ ვითხოვთ სრულფასოვან გამოძიებას, რომ ყველა კითხვის ნიშანი მოიხნას.

ყველა კვითხვას პასუხი რომ გაეცეს, ამისთვის აუციელებია გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა. დაწყებულია გამოძიება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, მაგრამ ის უარს ამბობს ამ კითხვებს გასცეს პასუხი. სააკაშვილი არაა ვალდებილი უპასუხოს გამოძიების კითხვებს?

- მთელი მსოფლიო საზოგადოების გაკვირვება გამოიწვია სააკაშვილის მიმართ დასმულმა კითხვებმა. ჩამოთვალეს ათი საქმე და ათივე საქმეზე იბარებენ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხელოვნური პროცესია. სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის სასამართლოზე მისცეს ჩვენება გამოძიებას. აბსოლუტურად ლოგიკური პასუხია ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან. ის აპირებს სასამართლოსთან ერთად ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

აბსოლუტურად ყველა საქმესნაციონალური მოძრაობააძლევს პოლიტიკურ შეფასებას. რა საქმე შეიძლება არსებობდეს ისეთი, რომელზე არ იტყვი, რომ ეს არაა პოლიტიკური საქმე და, რომ პირი ვალდებულია გამოძიებასთა ითანამშრომლოს. შეიძლება ყველა საქმე იყოს პოლიტიზირებული?

- ხელისუფლებას აინტერესებს სკანდალი, რომელსაც შექმნის კონკრეტული საქმიდან გამომდინარე, ამაშია ყველაზე დიდი პრობლემა. როცა ჰაკიმ ფაშას სახელით ვიდეო მასალა ვრცელდება და რამდენიმე დღეში ამას მოჰყვა პრეზიდენტის დაბარება დასაკითხათ, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ცალსახად მიუთითებს არა იმაზე, რომ საქმის გამოძიება სურთ, არამედ იმაზე, რომ პოლიტიკური სკანდალი, აჟიოტაჟი შექმნან კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.

ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არაა ნორმალური პროცესი. გამოძიებამ მიიტანოს ეს საქმე სასამართლოში და სასამართლოში წარადგინონ მტკიცებულებები. არაერთი საქმე ვიცით, სადაც დაემსხვრა პროკურატურას მის მიერ წარდგენილი საქმე. გამოძიების და სამართლადამცავი ორგანიების მოქმედება არის ერთი, მაგრამ მეორეა, როცა შენ გინდა საქმიდან დაიწერო პოლიტიკური ქულები. არ გაინტერესებს რეალური გამოძიება და გამოძიების შედეგების დადგენა.

თქვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეს არ გაიტერესებთ თქვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი როგორ დაიღუპა?

- ჰაკიმ ფაშას სახელით კი არ უნდა ვრცელდებოდეს მასალები, არამედ გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს. გამოძიებამ უნდა თქვას რა ხდება. ეს ხომ სპეკულაცია იყო? მითხარით, ახალი რა გავიგეთ ამ საქმესთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ გავრცელდა ვიდეო მასალა.

საზოგადოებამ გაიგო, რომ ყოფილ პრემიერს მრავლობითი დაზიანება ჰქონდა თავის არეში, იუსუფოვს - ხელის არეში. მეტიც, ამ ადამიანებს ტალახიანი ტანსაცმელი ეცვათ...

- ჭუჭყიანი ტანსაცმელი რომ ეცვა იუსუფოვს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ იქ რაღაცა სხვა მოხდა.

ამ მნიშვნელოვან დეტალებს მალავდა მაშინ ხელისუფლება..

- მაშინ ოფიციალურად თქვას გამოძიებამ, რომ მე ვასაჯაროვებ ამ მასალებს და გაასაჯაროვონ მთლიანად საქმე. როცა დეტალებს ჰაკიმ ფაშას სახელით ვიგებთ, იქნებ იმ დეტალებს რა მოჰყვება, რა ჩვენება აქვთ მიცემული...

ამაზე გიპასუხათ გამოძიებამ და ოჯახმა. თქვენ იურისტი ბრძანდებით და იცით, რომ გამოძიების მსვლელობისას გამოძების მასალები არ საჯაროვდება...

- მაშინ ჰაკიმ ფაშას სახელით არ უნდა გამოქვეყნებულიყო ეს მასალები.

დარწმუნებული ხართ, რომ ეს მასალები ხელისუფლებამ გაავრცელა?

- მაშინ გამოიძიებდნენ ვინ დგას ამ მასალების გავრცელების უკან. ისინი არ იძიებენ ამ საქმეს და არც აპირებენ კონკრეტულად თქვან, ვინ რა გამოაქვეყნა და რა გააკეთა ამ საქმესთნ დაკავშირებით. ეს ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ვიდეო თვითონ ხელისუფლებამ გაავრცელა.

ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შსს- დაწყებული აქვს გამოძიება..

- ასე რამდენიმე თვე მიმდინარეობდა ავღანეთთან დაკავშირებით გავრცელებული სკანდალური ვიდეოს გამოძიება, მაგრამ მერე გვითხრეს, რომ ვიღაცა ადამიანი რომელიც საქართველოში არ ყოფილა, აფხაზეთში იყო შემოსული და უცბად გაუჩნდა ასეთი იდეა, რომ ეს ვიდეო გაეკეთებინა. ამ ზღაპრის უკვე არავის არ სჯერა.