ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. დაკავებულია ლაშა მაისურაძე. მას გავრცელებული ინფორმაციით საადვოკატო საქმიანობაში ჩარევას და მუქარას ედავებიან.

მაისურაძე ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ძმები მიქაძეების დაცვის თანამშრომელია.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით დაკავებული ალექსანდრე წივწივაძის ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძის განცხადებით, მაისურაძემ მასთან დავით მიქაძე დააკავშირა, რომელიც ბარდაველიძეს დაემუქრა.

ლევან ჯანგველაძე 15 მარტს, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს, 17 მარტს ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული გელა უძილაური დააკავეს. უძილაურს პატიმრობა 19 მარტს შეეფარდა.