თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა და მისმა მოადგილემ ჯაბა სამუშიამ აბანოთუბანში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების სამუშაოები დაათვალიერეს.
საკრებულოს დეპუტატები ორმოცი სებასტიანელის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე საექსპედიციო ჯგუფის წევრებს შეხვდნენ და პროცესში საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობის შესახებ ესაუბრნენ.
როგორც არქეოლოგმა მერაბ მერაბ ძნელაძემ აღნიშნა, მიმდინარე აქრეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი გალავანი მეხუთე მეექვსე საუკუნისაა, ანუ იმ პერიოდის, როდესაც საქართველოს დედაქალაქმა მცხეთიდან თბილისში გადმოინაცვლა.
საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის ინფორმაციით, საკრებულოს დეპუტატების ინიციატივით, არქეოლოგიური სამუშაოებისთვის 2014 წლის ბიუჯეტში 250 ათასი ლარია გამოყოფილი, რაც მისივე თქმით, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და ისტორიკოსის ჯაბა სამუშია თქმით, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ასეთი მიზნობრივი დაფინანსება თბილისის არქეოლოგიურ ექსპედიციას არ გააჩნდა.
დღევანდელმა უმრავლესობამ კი ბიუჯეტში ჩადო თანხა, რომელიც არქეოლოგიური კვლევებისკენ იქნება მიმართული. ეს კი აუცილებელია როგორც დედაქალაქის არქეოლოგიური კვლევისთვის, ასევე ტურიზმის განვითარებისთვისაც.
არქეოლოგიური სამუშაოები დედაქალაქის მასშტაბით მთელი წლის მანძილზე ეტაპობრივად განხორციელდება.