„დროა, პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა გააკონტროლონ საარჩევნო პროცესი“

„დროა, პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა გააკონტროლონ საარჩევნო პროცესი“

ზურაბ ხარატიშვილმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „განვითარების ინტერპარტიული რეგიონული ინსტიტუტი“ ჩამოაყალიბა. ორგანიზაციის უახლოეს გეგმაში შედის 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ინტერპარტიული სადამკვირვებლო მისიის ჩამოყალიბება და ხმების პარალელური დათვლის ორგანიზება.

For.ge.ზურაბ ხარატიშვილს ესაუბრა.

თქვენი ორგანზაციის საქმინაობის მთავარი პროფილი რა იქნება?

ზურაბ ხარატიშვილი: ამ ორგანიზაციის შექმნის იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ქართული პოლიტიკური სისტემა და პოლიტიკური მოთამაშეები, აშკარად საჭიროებენ განვითარებას. მარტივი თემაა - პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა ქვეყანაში როგორ შეიძლება განავითარონ დემოკრატია, თუ მათ არ აქვთ შიდა პარტიული დემოკრატია და როდესაც თვითონ აქვთ ორგანიზაცია განუვითარებელი?! პოლიტიკური ლიდერები, პოლიტიკური ორგანიზაციები უნდა განვითარდნენ და აქედან გამომდინარე, ეს იდეაც გაჩნდა.

ჩვენი ორგანიზაცია „განვითარების ინტერპარტიული რეგიონალური ინსტიტუტი“ შინაარსობრივად წარმოადგენს პარტიების ასოციაციას, რომლებსაც აქვთ საერთო მიზნები. მიუხედავად იმისა, რომ თავის ძირითად საქმიანობაში ისინი ერთმანეთის კონკურენტები არიან. ამ ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს პოლიტიკურ და საარჩევნო გარემოს.

რაც შეეხება საარჩევ პერიოდს, რომელიც პოლიტიკური პარტიებისთვის ძირითადი გამოწვევაა, რა კუთხით აპირებთ ჩართვას?

- პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ მოახლოებულ არჩევნებში, ეს არის მოვახდინოთ სადამკვირვებლო მისიის ჩამოყალიბება. სადამკვირვებლო მისიამ თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს მაღალ დონეზე. ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა, რომ გამოვიყენოთ ეუთოს სადამკვირვებლო სტანდარტები, რომ მაღალი ხარისხით მივაწოდოთ პროდუქტი საზოგადოებას და შესაბამისად, მოვიპოვოთ ნდობა პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო სუბიექტების და რა თქმა უნდა, საზოგადოების. ეს ძალიან აქტუალურია განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისია დიდი ალბათობით ამ არჩევნებზე არ ჩამოვა. ისინი ადგილობრივ არჩევნებს, როგორც წესი, არ აკვირდებიან.

თუმცა, 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში ეუთო აკვირდებოდა არჩევნების პროცესებს...

- 2010 წლის არჩევნები იყო გამონაკლისი, თავისი მნიშვნელობის გამო. თუმცა, მნიშვნელობა ახლაც ძალიან დიდია, ამ შემთხვევაში ორმა ფაქტორმა იქონია გავლენა. ერთი იმან, რომ მას ცალკე მუშაობა სჭირდება და მეორე, რიგგარეშე უკრაინულმა არჩევნებმა მოახდინა გავლენა. ძალიან დიდი რესურსების მობილიზება უწევთ იგივე პერიოდში, თან, აქედან დიდი მუშაობა არ მიდის ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ჩამოყვანაზე. ოფიციალურად ეს არ გამოუცხადებიათ, მაგრამ პირადი კონტაქტები რაც მაქვს ჩემი წარსული სასამხურიდან გამომდინარე, მიუთითებს, რომ არ ემზადებიან საქართველოში ჩამოსასვლელად.

ასეთ შემთხვევში, ალბათ, ასეთი ინტერპარტიული მისიის არსებობა, რომელსაც მაღალი ნდობა ექნება ძირითადი მოთამაშეებისგან, ძალიან მნიშვნელოვანია...

- თავისთავად, ეს მისია ღია იქნება ყველა დაინტერესებული პოლიტიკური პარტიისთვის. შვიდი პოლიტიკური პარტია უკვე არის. არის როგორც არასაპარლამენტო ოპოზიცია, ისე საპარლამენტო ოპოზიცია და ასევე - სახელისუფლებო ძალები. ყველასთან გვექნება საუბარი, რომ შემოგვიერთდნენ. ყველა მათგანის ინტერესშია კარგი არჩევნების ჩატარება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამის ორგანიზებას მოვახერხებთ. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულ ნაწილს, აქ არის ერთი პრობლემა, წლები გადის და მათი შესაძლებლობის ზრდა არ ხდება. რაც იყვნენ 10-15 წლის წინ, იგივე არიან დღესაც, დიდად ვერ განვითარდნენ. თუმცა, ამასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციებზე სადამკვირვებლო ფუნქციების გადაცემა ხდება ძირითადად ისეთ ქვეყნებში, სადაც ერთი დომინანტი პოლიტიკური ძალა არის და სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები საკმაოდ სუსტები არიან იმისათვის, რომ ამის თვითორგანიზება გააკეთონ.

2012 წლის შემდეგ ვითარება შეიცვალა. უკვე აღარ არის ერთი დომინანტური პოლიტიკური ძალა. არის ხელისუფლება და არის ოპოზიცია. ამიტომაც, ჩვენი სურვილი იყო, რომ პოლიტიკურმა ავტორებმა, რომლებიც ამ პრდუქტის ძირითადი მომხმარებლები არიან, გააკეთონ იმის ორგანიზება, რომ ნელ-ნელა აიღონ იმის ფუნქცია, რომ თვითონ აკონტროლონ საარჩევნო პროცესი და არა არასამთვრობო ორგანიზაციამ, რომელიც, როგორც წესი, მისი დამფინანსებლის ინტერესს ატარებს. დროა, რომ ქართულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა აიღონ თავის თავზე ინიციატივა, რომ გააკონტროლონ საარჩევნო პროცესი და ამის ყველა პირობა არსებობს.

თქვენი ორგანიზაციის უახლოეს გეგმეში შედის 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ინტერპარტიული სადამკვირვებლო მისიის ჩამოყალიბება და ხმების პარალელური დათვლა. მაგრამ, შემდეგი ნაბიჯი რა იქნება?

- თუ წარმატებული იქნა და გაამართლა, ალბათ, მომავალ არჩევნებშიც ანალოგიურად იქნება დაკავებული. ეს ორგანიზაცია არჩევნების პროცესში, არჩევნების დაკვირვებით იქნება დაკავებული, არასაარჩევნო პერიოდში კი, პოლიტიკური სიტუაციის განვითარებით. არჩევნებში ყველაზე მთავარია, ხმების სწორად დათვლა. პარალელური ხმის დათვლის პროცესის კუთხით მთელს საქართველოს ვერა, მაგრამ ალბათ, უფრო დიდ ქალაქებს მოვიცავთ. დაკვირვების თვალსაზრისით მთელს საქართველოს მოვიცავთ. როგორც გითხარით, ჩვენ ეუთოს მეთოდოლოგიით და სტანდარტებით ვიმოქმედებთ, ანუ იმ მეთოდით, როგორი მეთოდიც ეუთომ გამოიყენა 2010 წელს.

პოლიტიკური ფონი საქართველოში მეტ-ნაკლებად დაძაბულია. თქვენ, როგორც ცსკ- ყოფილ თავმჯდომარეს მოგეხენებათ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში პარალელური ხმის დათვლის პროცესს. რამდენად პროფესიონალები იქნებიან ამ პროცესში ჩართული?

- რამდენიმე ჩემი ყოფილი კოლეგაა. საარჩევნო ადმინისტარციის ყოფილი თანამშრომლები ცოტა არაა. ჩვენ მათზე გავაკეთებთ აქცენტს. საკამოდ დიდი გამოცდილება აქვთ საარჩევნო პროცესში მუშაობის. არასამთავრობო სექტორიც მიიღებს მონაწილეობას. დიდი იმედი მაქვს, რომ საკმაოდ კვალიფიციური გუნდი შეიკვრება.

როგორ ფიქრობთ, თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა იქნება მაღალი?

- ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნები ყოველთვის დაბალი აქტივობით გამოირჩევა, მაგრამ მეორე მხრივ, ადგილობრივ არჩევნებში, განსაკუთრებით რეგიონებში, კანდიდატები ვიღაცის ახლობლები არიან და უფრო მეტად, მუშაობა მიდის იმაზე (რაც საპრეზიდენტო არჩევნებში არ იყო), რომ თავისი ამომრჩეველი მოიყვანოს. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ აქტივობა დაბალი იქნება ვიდრე ეს 2010 წელს იყო, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ძალიან დიდია იმედგაცრუება.

2012 წელის არჩევნებში ძალიან დიდი იყო საპროტესტო ხმები. ახლა, უკვე ეს საპროტესტო ხმა აღარ არის, მაგრამ არც ახალმა გამოიჩინა თავი და რა გვესმის არის ის, რომ - „საერთოდ არ წავალ არჩევნებზე“ - მითუმეტეს, რომ მესამე ახალი რეალური ძალა არ ჩანს. ვინც მესამე ძალად ფიქსირდება, არც ისინი გამოირჩევიან დიდი სიახლეებით. ისევ რადიკალიზმით და წინა ხელისუფლებასთან არიან ასოცირებულები. ქართულ პოლიტიკაში ახალი სახე არ ჩანს.

დღევანდელი გადასახედიდან რა შანსი აქვს ნარმანიას და ასევე მელიას. მითუმეტეს, რომქარული ოცნებისმიმართ იმედგაცრუება უკვე სახეზეა...

-იმდენად დინამიურად იცვლება პოლიტიკური პროცესი საქართველოში, რომ ძნელია რამის თქმა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პირდაპირ გეტყოდით, 6 თვე ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ განწყობა შეიცვალოს. პირველივე ტურში უპირობოდ გადის მმართველი ძალა, მაგრამ იმდენად სწრაფად იცველება სიტუაცია, დარჩენილ 3 თვეში შეიძლება იმდენი რამე მოხდეს, რომ რთულია წინასწარ პროგნოზის გაკეთება. თუ ყოფილი პრემიერი ჩაერთო ნარმანიას საარჩვენო კამპანიაში, შანსი დიდია. თუ არ ჩაერთო, ნარმანიას, თავისთავად, არ ექნება დიდი შანსი.

თვითმმართველობის ორგანოებში მიმდინარე პროცესები, რასაც ყოფილი მმართველი ძალა პოლიტიკურ ზეწოლად აღიქვამს, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს პროცესებზე?

-რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს. ვხედავ, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში ყოფილი მმართველი ძალა ცდილობს, რომ სარგებელი მიიღოს, მიუხედავად იმისა რამდენად კანონიერია მათი დაბარება პროკურატურაში. მაგრამ არის მეორე ფაქტორი, მე მართლა ვფიქრობ, რომ ოპონენტებს პოლიტიკური მოტივით გაუხსენეს ეს იურიდიული პრობლემები. ვნახეთ, ვინც „ოცნების“ მხარეს გადავიდა, არავის არ აქვს ეს იურიდიული და სამართლებრივი პრობლემები.

ნაციონალური მოძრაობისელექტორატზე მინდა გკითხოთ. რეალურად ვინ არიან მათი ამომრჩევლები?

- ქართველი ამომრჩევლის დიდი უმარვლესობა ხმას აძლევს არა პირადი სარგებლის მიხედვით, რაც დასავლელი ამომრჩევლისთვის არის დამახასიათებელი. ქართველი ამომრჩეველი ხმას აძლევს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. პატრიოტიზმი დგას წინა პლანზე. საპრეზიდენტო არჩევნებში ასე იყო. ახლა რა იქნება ვნახოთ.