კონგრესმენები  კოლეგებს  ნატოს სამიტზე  საქართველოსთვის MAP-ის  მინიჭების რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

კონგრესმენები კოლეგებს ნატოს სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

ძვირფასო კოლეგებო!

დაუჭირეთ მხარი პალატის #491 რეზოლუციას, რომელშიც ნატოს მოვუწოდებთ, მიანიჭოს საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა ნატოს სამიტზე, რომელიც გაიმართება 2014 წლის სექტემბერში, დიდ ბრიტანეთში.

უკრაინის წინაღმდეეგ რუსეთის მხრიდან დაუფარავი აგრესიის საპასუხოდ უკიდურესად მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ამოვუდგეთ მხარში აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ახალგაზრდა დემოკრატიებს, რომლებიც რუსეთის მზარდი ზეწოლის წინაშე დგანან. ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთ გზას წარმოადგენს საქართველოსათვის ნატოს კარების გაღება.

2008 წელს რუსული სამხედრო ძალები შეიჭრნენ საქართველოში და განახორციელეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაცია, რასაც შედეგად მოჰყვა ასობით მსხვერპლი და ათიათასობით იძულებით გადაადგილებული პირი საქართევლოში. ექვსი წლის შემდეგ რუსეთის სამხედრო ძალები კვლავ არღვევენ სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფართოებენ კონტროლის მასშტაბებს, რა მიზნითაც კიდევ უფრო ღრმად შედიან საქართველოს ტერიტორიაზე.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია უცხო ძალების მიერ, საქართველო ამ უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში მხარს უჭერს ჩვენს მისიებს ერაყსა და ავღანეთში და ჩვენს ჯარებთან მხარდამხარ საბრძოლველად აგზავნის მერბძოლთა ყველაზე დიდ რაოდენობას ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის.

გარდა ამისა, საქართველომ წამოიწყო შესაბამისი რეფორმები და უპასუხა ნატოში გაწევრიანების ყველა ძირითად მოთხოვნას. თავდაცვაზე დახარჯული თანხა საქართველოში შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ს, რაც მხოლოდ 0.5%-ით აღემატება ნატოს სტანდარტს, რომელსაც ნატოს ამჟამინდელი 28 წევერი ქვეყნიდან 22 ვერც კი აკმაყოფილებს.

საქართველომ გაატარა მნიშვნელოვანი დემოკრატიული, სასამართლო, საკონსტიტუციო და ეკონომიკური რეფორმები. კონსტიტუციაში შეტანილია ცვლილებები, რომელთა ძალითაც გაიზარდა პარლამენტის როლი. ამ პროცესებმა კულმინაციას მიაღწია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეაფასეს, როგორც კონკურენტული.

უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში ნატოს სამიტებში მონაწილე სახელმწიფოების მეთაურებმა ოთხჯერ დაადასტურეს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. სწორედ დღეს დადგა ამის დრო. დიდ ბრიტანეთში 2014 წლის სექტემბერში დაგეგმილი ნატოს სამიტი უკვე მოახლოვდა. დაუშვებელია კიდევ ერთი სამიტის ჩატარება ნატოს მხრიდან საქართველოს გაწევრიანების მისალმების გარეშე. ამ რეზოლუციაში ჩვენ მოვუწოდებთ ნატოს, მიანიჭოს საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა დიდი ბრიტანეთის 2014 წლის სექტემბრის სამიტის ფარგლებში.

პატივისცემით,

კონგრესმენი ტედ პო

კონგრესმენი უილიამ კიტინგი

http://en.trend.az/regions/scaucasus/georgia/224696