თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე სოფელ დიდგორის მოსახლეობას შეხვდა და მათ ბიუჯეტში გზის საფარისთვის ჩადებული თანხისა და ასფალტის დაგების ვადებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაეოდა.
ირაკლი შიხიაშვილი სოფელ დიდგორის მოსახლეობას რამდენიმე თვის წინ ერთხელ უკვე შეხვდა და რომელთან საუბრისას რამდენიმე, სოფლისთვის ყველაზე მწვავე პრობლემა გამოიკვეთა.
ყველაზე მნიშვნელოვანი თბილისისა და სოფელ დიდგორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა აღმოჩნდა, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და სოფლის მაცხოვრებლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე სოფელ დიდგორის მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას უახლოვეს მომავალში დაჰპირდა.
შიხიაშვილის ინფორმაციით,სოფელ დიდგორის მოსახლეობას გზა დიდი ხნის განმავლობაში არ უკეთდებოდა. შესაბამისად, ვერ მოძრაობდა ტრანსპორტი, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
გამომდინარე აქედან, თბილისის 2014 წლის ბიუჯეტში საკრებულოს ინიციატივით, საგზაო ინფრასტრუქტურისა თუ გარეგანათების მოსაწესრიგებლად საჭირო თანხა უკვე ჩაიდო.
გზის შეკეთების სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება, რის შესახებაც ირაკლი შიხიაშვილმა სოფელ დიდგორის მოსახლეობას ინფორმაცია თავად მიაწოდა.