გვახსოვს ალბათ, რა დღეში იყო და არის ოპოზიცია, არასმთვრობოები და მათი პროპაგანდისტი „რუპორ“ ტელევიზიები, ხელისუფლება ეუთო/ოდირს არ იწვევს არჩევნებზე დამკვირებლებადო. თითქოს ეს იყო ბოლო საკითხი რაც მათ თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვებისათვის სჭირდებოდათ. აჰა, აუსრულდათ ცელქებს სიხარული და დღეს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მუხედავად ყველაფრისა ეუთო/ოდირის მისიას შეუძლია ჩამოვიდეს დამკვირებლად, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.
ნიკოლეიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისგან და ცესკო-სგან სრული მზაობა და გამჭვირვალობაა არჩევნების ჩასატარებლად, საკითხავი კი ისაა, თუ შემდეგ კიდევ რა მიზეზს მოიგონებენ ოპოზიციის წარმომადგენლები.
„გვახსოვს ალბათ, რა დღეში იყო და არის ოპოზიცია, არასმთვრობოები და მათი პროპაგანდისტი „რუპორ“ ტელევიზიები, ხელისუფლება ეუთო/ოდირს არ იწვევს არჩევნებზე დამკვირებლებადო. თითქოს ეს იყო ბოლო საკითხი რაც მათ თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვებისათვის სჭირდებოდათ. აჰა, აუსრულდათ ცელქებს სიხარული და დღეს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მუხედავად ყველაფრისა ეუთო/ოდირის მისიას შეუძლია ჩამოვიდეს დამკვირებლად. რატომაც არა, ცესკო ტექნიკურად სრულად გამართულია არჩვენების ჩასატრებლად, გამჭირვალეობა და ღიაობა კი ისედაც არ აკლიათ. ასე რომ "პრობლემას" არვის არ ვუქმნით, პირიქით ხელისუფლებიდან და ცესკოდან მაქსიმალური ხელშეწყობაა არჩევნების უმაღლეს დონეზე ჩასატარებლად, აი, მერე რა მიზეზე მოიგონებ ეს უკვე ნაცნობი და ძალიან გაცვეთილი იაფ ფასიანი სცენარია“,- წერს ნიკოლეიშვილი.
მე მინდა შეგახსენოთ დიდი გალაკტიონის ხედვა, რომელმაც თითქმის 100 წლის წინ შეიცნო და ლამაზი ლექსით დაგვანახა ევროპის კუანობა:
" ევროპავ, გახსოვს, რომ გარიგებდნენ
შენ მწუხარებას არ მისცე თავი
გზაში შეგხვდება მერანი ორი, ერთი თეთრი და მეორე სავი.
თე მიახერხე თეთრზე შეჯდომა, არ შეგეშინდეს მისი კისრულის
"
ის ფეხით კლდეებს გადაეჭდობა, შენ ნათელ მხარეს გადაგისროლის,
მაგრამ თუ სავზე მოხვდი შემთხვევით, საამსოფლიოდ არ ევარგები
მწარედ ინანებ მასზე შეჯდომით სადმე წყვდიადში გადიკარგები
რომ დ ა ი ღ უ პ ე, ქვეყანამ იცის და არავისზე გადებო ძვირი,
შენ აირჩიე შავი და ისიც, არა მერანი, არამედ ვ ი რ ი!