უკრაინელი დეპუტატი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს, რათა მათ რუსული მულტფილმი „მაშა და დათვი“ დაბლოკონ

უკრაინელი დეპუტატი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს, რათა მათ რუსული მულტფილმი „მაშა და დათვი“ დაბლოკონ

უკრაინელი დეპუტატი, იაროსლავ იურჩიშინი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს, რათა მათ რუსული მულტფილმი მაშა და დათვი“ დაბლოკონ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბური ომის დაწყების შემდეგ, უკრაინამ აკრძალა რუსული სიმღერები და ფილმები, მაგრამ მაშა და დათვი" კვლავაც ხელმისაწვდომია უკრაინულ პლატფორმებზე.

იურჩიშინის განცხადებით, მულტფილმი ბავშვების ცნობიერებაში რუსულ ნარატივებს, მათ შორის, რუსულ ტრადიციულ ნივთებს (სამოვარი“) ავრცელებს.

იურჩიშინი ასევე ამბობს, რომ მულტფილმი მილიტარიზებულია, რადგან ერთ-ერთ სცენაში მაშას პერსონაჟს ნკვდ“-ს სამხედრო ქუდი ახურავს.

უკრაინელი დეპუტატი იაროსლავ იურჩიშინი, რომელიც რადას სიტყვის თავისუფლების კომიტეტის ხელმძღვანელია, იმედოვნებს, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო და უსაფრთხოების სამსახური გაითვალისწინებს მის მოსაზრებებს და მაშა და დათვი“ ინტერნეტსივრციდან გაქრება.