ტრამპი ლუკაშენკოზე: ის ძალიან პატივცემული ადამიანია, ძლიერი პიროვნება, ძლიერი ლიდერი

ტრამპი ლუკაშენკოზე: ის ძალიან პატივცემული ადამიანია, ძლიერი პიროვნება, ძლიერი ლიდერი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ძლიერ და პატივცემულ ლიდერად მოიხსენია.

ეს იყო ბელარუსის ლიდერის მხრიდან ძალიან კარგი ჟესტი, ის ძალიან პატივცემული ადამიანია, ძლიერი პიროვნება, ძლიერი ლიდერი“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს, როდესაც ბელარუსის ხელისუფლების მიერ პოლიტპატიმრების გათავისუფლების ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებაზე საუბრობდა.