ლევან მაჭავარიანი:

ლევან მაჭავარიანი: "რომ დავუკეტოთ სასპეკულაციო ველი თავიდან ბოლომდე როგორც შიდა აქტორებს, ისე გარე აქტორებს, გავუგზავნეთ მოწვევა ეუთო/ოდირს ამ არჩევნებთან დაკავშირებით"

"მაინც რომ გამოვრიცხოთ და დავუკეტოთ სასპეკულაციო ველი თავიდან ბოლომდე, როგორც შიდა აქტორებს, ისე გარე აქტორებს, ჩვენ გავუგზავნეთ მოწვევა ეუთო/ოდირს ამ არჩევნებთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვართ, რომ ისინი ჩამოვლენ და დააკვირდებიან თვითმმართველობის არჩევნებს", - პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევას ეხმაურება. 

"თქვენ გახსოვთ წინა არჩევნების ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, როდესაც მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული. ცესკომ მოახდინა არჩევნების ადმინისტრირება ძალიან მაღალ დონეზე და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. მას შემდეგ ჩვენ მოგვიწია ეუთო/ოდირის რეპუტაციის დაცვა, იქიდან გამომდინარე, თუ როგორი შეტევები ხორციელდებოდა. ის ევრობიუროკრატები, რომლებიც არჩევნებამდე ამბობდნენ, რომ დაეყრდნობოდნენ ეუთო/ოდირის დასკვნას, შემდეგ შეცვალეს თავისი "ჩვენება" და დაიწყეს ეუთო/ოდირის ლანძღვა-გინება, ხან კორუმპირებულ ორგანიზაციას უწოდებდნენ და ა.შ. შემდეგ ისინი გვთხოვდნენ, რომ ეუთო/ოდირს რატომ არ იწვევს "ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებზეო. სწორედ ამიტომ არ ვიწვევდით, რომ არავინ ანგარიში არ გაუწია მის დასკვნას, თუმცა მაინც რომ გამოვრიცხოთ და დავუკეტოთ სასპეკულაციო ველი თავიდან ბოლომდე, როგორც შიდა აქტორებს, ისე გარე აქტორებს, ჩვენ გავუგზავნეთ მოწვევა ეუთო/ოდირს ამ არჩევნებთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვართ, რომ ისინი ჩამოვლენ და დააკვირდებიან თვითმმართველობის არჩევნებს," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.