დავით მათიკაშვილი: იმის გათვალისწინებით, რომ ხელოვნურად ტემპერატურის აწევის ნიადაგი არ შეიქმნას, მიღებულია გადაწყვეტილება სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ

დავით მათიკაშვილი: იმის გათვალისწინებით, რომ ხელოვნურად ტემპერატურის აწევის ნიადაგი არ შეიქმნას, მიღებულია გადაწყვეტილება სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ

საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის საკითხს ჟურნალისტებთან საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა სპეკულაციას დაესვას წერტილი და არ შეიქმნას არანაირი ნიადაგი, რათა ხელოვნურად მოხდეს რაღაც საკითხებზე ტემპერატურის აწევა, ტყუილების დემონსტრირება, მიღებულია გადაწყვეტილება სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ზოგადად, არ არის ტრადიციულად წესად მიღებული ეუთო/ოდირის, როგორც დამკვირვებლის მოწვევა, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა სპეკულაციას დაესვას წერტილი და არ იყოს არანაირი ნიადაგი შექმნილი იმისთვის, რათა ხელოვნურადაც კი მოხდეს რაღაც საკითხებზე ტემპერატურის აწევა, ტყუილების დემონსტრირება, მიღებულია გადაწყვეტილება სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ.

ჩვენ გვქონდა გაცხადებული წინასწარ, რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა ამ მნიშვნელოვანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევა იმ შემთხვევაში, თუკი რადიკალური ფრთა, პოლიტიკოსებისა და მათი დავალების მიმცემების მხრიდან იქნებოდა აღიარება და დადასტურება იმ შედეგისა, რაც ეუთო/ოდირმა დააფიქსირა 2024 წელს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.