ირაკლი შიხიაშვილი გამგებლებს პროექტების ერთობლივი განხილვისკენ მოუწოდებს

ირაკლი შიხიაშვილი გამგებლებს პროექტების ერთობლივი განხილვისკენ მოუწოდებს

კრწანისის რაიონში აღმოჩენილ დარღვევსთან დაკავშირებით დღეს განცხადება საკრებულოს თამვჯდომარემ გააკეთა.

ირაკლი შიხიაშვილის თქმით, საკრებულოს სარევიზიო კომისიას განსაკუთრებით ბევრი შეკითხვა კრწანისის რაიონის გამგებელ ხათუნა ბერძენიშვილთან აქვს, რომელმაც უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილი თანხები მაღალი  შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის ამ სასადილოებში კვების დასაფინანსებლად  გამოიყენა.

მისივე განცხადებით, ორი გამგებელი, ხათუნა ბერძენიშვილი და გია ხუროშვილი საკრებულოში მისვლისა და წარმოდგენილ პროექტებზე გარკვეული პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ, მით უმეტეს, რომ ამ პროექტების ხარჯვით ნაწილზე  პასუხისმგებელები გამგებლები არიან.

გამომდინარე აქედან, საკრებულოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ყველა პროექტი თითოეულ გამგებელთან უნდა იყოს გავლილი და შეთანხმებული, სხვა შემთხვევაში, არაერთი შეკითხვის უპასუხოდ დარჩენის გამო, შესაძლოა, მათ ჩავარდნაც დაემუქროს.