შსს-ში ტრეფიკინგისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ტრენინგი ტარდება

შსს-ში ტრეფიკინგისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ტრენინგი ტარდება

შსს-ს აკადემიაში ტრეფიკინგისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე 28-29 მარტს ტრენინგი მიმდინარეობს. სწავლებაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეტექტივ-გამომძიებლები და პროკურორები იღებენ მონაწილეობას.

ტრენინგზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სახელმწიფოში ჩატარებული ღონისძიებები ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში, სამართალდამცველთა როლი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში, ლეგალური და არალეგალური მიგრაციის შესაძლებლობები და საფრთხეები, ტრეფიკინგის დანაშაულის გამოძიების, სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მოპყრობის სტანდარტები, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის საქმიანობა და სერვისები.