ევროპასთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელს პრემიერ-მინისტრი მოაწერს

ევროპასთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელს პრემიერ-მინისტრი მოაწერს

„ხელების ჩამოშვების და ყურების ჩამოყრის არავითარი საფუძველი არ არსებობს. ეს განცხადება არავითარ შემთხვევაში არ ეხება საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების, თუ არმინიჭების საკითხს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი.

რა გავლენას მოხდენს საქართველოზე ბარაკ ობამას განცხადება და ვინ მოაწერს ხელს ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებას? ამ საკითხზე for.ge ალექსი პეტრიაშვილს ესაუბრა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბრიუსელში განაცხადა, რომ ნატო- დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა დღის წესრიგში არ დგას. ის ამბობს, რომ არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად არ დგანან ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. ბატონო ალექსი, რა პოლიტიკური გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ განცხადებამ საქართველოზე?

ალექსი პეტრიაშვილი: ვთვლი, რომ არაფერი საგანგაშო ამ განცხადებაში არაა. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო ყოველთვის, მიზანმიმართულად ისწრაფვოდა ევროკავშირის და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისკენ და საქართველოს მთვარობის ყველა ნაბიჯი და ქმედება რეალურად, კონკრეტულ შედეგზე იყო ორიენტირებული. არ უნდა შეიქმნას იმის ილუზია, რომ უახლოეს ნატო-ს სამიტზე მოხდება გაფართოება და ამის თაობაზე გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა განცხადება.

მან უკრაინის კონტექსტში რუსეთიდან მომავალ საფრხეზე, რუსეთის დამოკიდებულებაზე და თავად უკრაინის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა - რომ უკრაინელებიც ფრთხილობენ ამ თვალსაზრისით.

რაც ყველაზე მთავარია, ყოველთვის ვაცხადებდით და დღესაც შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, მისი ოცდარვავე წევრი და ნატო-ს ხელმძღვანელობა დარწმუნებულია და ერთსულოვანია იმაში, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული კონტრიბუცია საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დემოკრატიის კონსოლიდაციაში, ჯეროვნად უნდა იყოს ასახული ნატო-ს გადაწყვეტილებებში.

ეს იქნება აუცილებლად პროგრესი, ეს იქნება აუცილებლად განსხვავებული ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისგან და რა იქნება კონკრეტულად, ამ გადაწყვეტილებას ნატო უახლოესი თვეების განმავლობაში მიიღებს, საქართველოსთან კონსულტაციის საფუძველზე. ასე რომ, ხელების ჩამოშვების და ყურების ჩამოყრის არავითარი საფუძველი არ არსებობს. ჩასაფრებულებს, იმედგაცრუებულებს შემიძლია ვუთხრა, რომ დაელოდონ, ყველაფერი წინ არის.

რამდენ რთულია მოლაპარაკების პროცესი, იგივე გადაწყვეტლების მიღებასთან დაკავშირებით? მოგეხსენებათ რუსეთი პრობლემად განიხილავს როგორც უკრაინის, ისე  საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ალბათ, მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერაც, რომ ჩვენ გავხდეთ ნატო- წევრი ქვეყანა. რამდენად რთულია მოლაპარაკების პროცესი, იმ პირობებში რაც დღეს ხდება რუსეთ-უკრაინას შორის და რაც ხდება საქართველოს ოკუპირებული რეგიოებში?

- რა თქმა უნდა, ეს მოიცავს გარკვეულ ელემენტებს, რომლის თაობაზეც უნდა შედგეს შეთანხმება. როგორც გითხრით, შეთანხმება უნდა მოხდეს ალიანსის შიგნით. საქართველოს ხელისუფლება მზად არის გაუკეთოს კონკრეტული შეთავაზება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, მაგრამ ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს მტკიცე ნება. მინდა დაგიდასტუროთ, ეს მტკიცე ნება არსებობს ნატოს წევრ ქვეყნებში და ნატოს ხელმძღვანელობაში, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრესი დაფიქსირდეს. ამ თვალსაზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ფაქტობრივად უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოსთვის, არა მხოლოდ ბუქარესტის და ჩიკაგოს სამიტის გადაწყვეტილების განმეორება, არამედ რაღაცა დამატებითი ძლიერი იმპულსის მინიჭება უნდა მოხდეს. საქართველო აუცილებლად მიიღებს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის ამსახველ გადაწყვეტილებას ნატო-ს სამიტზე დიდ ბრიტანეთში და ამის თაობაზე მზაობა სრულიად ნატოში და მის ხელმძღვანელობაში არსებობს.

რაც შეეხება ასოცირების შეთახმების ხელშეკრულებას. როგორც ცნობილია, ხელმოწერის ვადებმა გადმოიწია. ხელმოწერამდე დარჩა 2 თვე, რამდენად არის საქართველო მზად მოსალოდნელი პროვოკაციებისთვის?

- შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლება თვლის ყველა შესაძლო პროვოკაციებს და გართულებებს. ასევე, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ყველა ამ პროვოკაციაზე გვაქვს რეაგირების სხვადასხვა სცენარები. ყველაზე მთავარია, არ ჩავებათ პროვოკაციებში და ცივი გონებით ვუპასუხოთ, რაც საბოლოო ჯამში, გულისხმობს ხელმოწერას.

ადრეც განმიცხადებია და ახლაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ფრაზა - „არაუგვიანეს ივნისისა“, ამ ფრაზაში შეიძლება მოიაზრებოდეს - ხელმოწერა მოხდება უფრო ადრე, ვიდრე ივნისში. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის კიდევ უფრო დაჩქარება. სხვა ვერავითარ დაბრკოლებას ვერ ვხედავ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის გზაზე.

სხათაშორის, შტეფან ფულემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაპირებთ ხელი შევუშალოთ ვლადიმერ პუტინის კიდევ ერთ დიდ შეცდომასო. ამ განცხადების კონტექსტში რამდენად შესაძლებელია გავნიხილოთ ხელმოწერაზე დაჩქარების პროცესი?

- პრინციპში, ეს ჩვენთვის განსაზღვრულია. ეს თემა და ეს გადაწყვეტილება ძალიან პრინციპულია საქართველოს მთავრობისთვის და საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის, რომ საქართველომ უნდა მოაწეროს ხელი ასოცირების შეთანხმებას. ამიტომაც, ჩვენ მზად ვართ ყველანაირი გამოწვევისთვის და ასევე მზად ვართ პროცესის დაჩქარებისთვის. დაჩქარდება ევროკავშირის მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენც დავაჩქარებთ ხელმოწერას. ჩვენ ძალიან აქტიუტად ვმუშაობთ ასოცირების დღისწესრიგის შეთანხმებაზე, ვიზის ლიბერალიზაციის გეგმაზე, მისი პირველი ფაზის დასრულებაზე მიმდინარე წლის ზაფხულში და შემდგომ უკვე, 2015 წელს სრულიად ჩვენი ვალდებულებების შესრულებაზე.

ვინ მოაწერს ხელს ასოცირების შეთახმების ხელშეკრულებას?

- იცით, რომ საქართველოს მთავრობა აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომლის საფუძველზეც მიაღწია შედეგებს ასოცირების შესახებ შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე. ასე რომ, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი მოაწერს ხელს.

როგორც ცნობილია საქართველოში მაისში ჩამოდის საფრანგეთის პრეზიდენტი, ივნისში შვეიცარიის პრეზიდენტი, ასევე ველოდებით აშშ- სახელმწიფი მდივანს. მსოფლიო ლიდერების ვიზიტი ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, თუნდაც მოახლოებული ნატო- სამიტის წინ?

- ჩვენ ვგრძნობთ ამ პოლიტკურ მხარდაჭერას. ყოველ კვირა იქნება უმაღლესი დონის ვიზიტები საქართველოში, ვიდრე ასოცირების შეთანხმებას მოეწერება ხელი. რა თქმა უნდა, ამის მერეც იქნება. ეს კონფერენციაც, რომელიც დღეს გაიმართა ამის საუკეთესო დემონსტრირებააა. მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება ზაფხულის განმავლობაში. ივლისში გაიმართება ტრადიციული კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“.

აპრილის პირველ რიცხვებში დიდი ბრიტანეთიდან ჩამოდის პრემიერ-მინისტრი, ჩამოდის პოლონეთის პრემიერ-მინისტრი. იგეგემა უმაღლესი დონის ლიდერების ვიზიტი. ასე რომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და ძალიან სერიოზული გზავნილი ჩვენი ხალხისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ისევე როგორც ჩვენი მეზობელი რუსეთისთვის.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ კიდევ უფრო დაჩქარდეს ხელმოწერა. რაც შეეხება ევროპატლანტიკურ ინტეგრაციას, ჩვენი კურსი უცვლელია. მაქვს რწმენა იმისა, რომ ნატო-ს სამიტი, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება დიდ ბრიტანეთში შეიმუშავებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოსთვის თვისობრივად იქნება ახალი ეტაპი ნატოსთან ინტეგრაციის კონტექსტში.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პროკურაურაში დაბარებას, ეს პროცესი შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას და მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, როგორც ამასნაციონალური მოძრაობისწევრები აცხადებენ?

- არა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არ შეაფერხებს. ეს არაა თემა, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმებასთანაა კონტექსტში. რაც შეეხება დასვლელი ლიდერების პოზიციებს, ჩვენთვის ძალიან ძვირფასია მათი პოზიციები, ყურადსაღებია და მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ პროცესის ტრანსფარენტულობის უზრუნველყოფისთვის, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი და ვერაფერი ვერ შეაფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას.