სტუდენტები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ (ვიდეო)

სტუდენტები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ (ვიდეო)

დღეს,  კრწანისის „ეროვნულმა სასწავლო ცენტრმა“ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს უმასპინძილა. ახალგაზრდებს მასპინძლობა სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორებმა გაუწიეს. 

სტუდენტები ადგილზე გაეცნენ, თუ როგორ ფუნქციონირებს ცენტრი, რა სახის მომზადებას გადიან საქართველოს შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფები საერთაშორისო მისიებში გამგზავრებამდე. მათ ალფონსის, ჰაერსაწინააღმდეგო და საარტილერიო სკოლის სიმულაციური კლასები მოინახულეს  და ნაღმმტყორცნის სიმულატორებიდან საჩვენებელი გასროლა განახორცილეს.  ცენტრის ინსტრუქტორებმა სტუმრებს მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიაწოდეს და  სამწყობრო მოედანზე გამოფენილი იარაღი დაათვალიერებინეს.

ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით,  პროექტის  „საქართველოს ნატოში გაწევრიანების მექანიზმები და პერსპექტივები“ ფორმატში ჩატარდა.  პროექტს ორგანიზება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, ასევე თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტმა გაუწიეს.

პროექტი მიზნად ისახავს, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას, ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისადმი ინტერესისა და ინფორმირების დონის ამაღლებას.