შინაგან საქმეთა მინისტრმა ლიტვის რესპუბლიკასთან რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე ოქმს ხელი მოაწერა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ლიტვის რესპუბლიკასთან რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე ოქმს ხელი მოაწერა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ და ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაილის ალფონსას ბარაკაუსკასმა „საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე“ ოქმს ხელი მოაწერეს.

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მყოფი პირების რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების მე-19 მუხლის თანახმად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ან საქართველოს თხოვნის საფუძველზე, მხარეები აფორმებენ ორმხრივ საიმპლემენტაციო ოქმებს, რომლებიც განსაზღვრავენ შეთანხმების განხორციელების დებულებებს. აღნიშნული საიმპლემენტაციო ოქმის ფარგლებში, საქართველოსა და ლიტვის მხარეები განსაზღვრავენ რეადმისიის შესახებ შეთანხმების შესრულებაზე კომპეტენტურ ორგანოებს და სასაზღვრო გამტარ პუნქტებს, ცვლიან თავიანთი კომპეტენტური ორგანოების საკონტაქტო მონაცემებს, ათანხმებენ რეადმისიის შესახებ განაცხადის წარდგენის, გასაუბრების ჩატარების, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის გადაყვანის, მისი ესკორტირების და ტრანზიტის პროცედურებს.