თურქული მედია ზელენსკის კორუფციაში ამხელს - უკრაინის პრეზიდენტის კვალი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში!

თურქული მედია ზელენსკის კორუფციაში ამხელს - უკრაინის პრეზიდენტის კვალი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში!

თურქული გამომცემლობა Aydinlik-ი აქვეყნებს საგამოძებო მასალებს, სადაც აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის კორუფციული საქმიანობის შესახებ. ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ ზელენსკის ახლო გარემოცვა ყოველთვიურად, დაახლოებით, 50 მილიონ დოლარს რიცხავდა ორი კომპანიის ანგარიშებზე, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ანდრეი გმირინთან, კორუფციული სახსრების სავარაუდო მენეჯერთან.

ორივე კომპანია მდებარეობს არაბთა გაერთიანებულ სამიროებში. თურქული მედია ვარაუდობს, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსთვის და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურისთვის დამოუკიდებლობის წართმევა, მისი კორუფციული სქემების დამალვით იყო განპირობებული.

რეიდების დაწყება

ივნისის ბოლოს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ NABU-მ გამოძიება დაიწყო პოლიტიკური ფიგურების მიმართ, როგორებიც არიან ყოფილი თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და ყოფილი ვიცე-პრემიერი, ალექსეი ჩერნიშოვი. ამის შემდეგ, ივლისის შუა რიცხვებში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) სასამართლოს ბრძანების გარეშე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და რეჟიმის გავლენიანი ფიგურის, ანდრეი იერმაკის ბრძანებით, რეიდი ჩაატარა NABU-სა და SAPO-ში.

მიზეზი - რუსეთთან თანამშრომლობა

რეიდის დროს, „რუსეთთან თანამშრომლობის“ ბრალდებით, რამდენიმე თანამდებობის პირი დააკავეს . ეს ბრალდება ოპერაციის ოფიციალურ გამართლებად იქცა და პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა.

კიევის მერმა და მძიმე წონაში ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა კრივში, ვიტალი კლიჩკომ მთავრობა „ომის საბაბად გამოყენებაში ანტიკორუფციული ინსტიტუტების დემონტაჟისთვის“, ხოლო ზელენსკი - უკრაინის ავტორიტარიზმში ჩათრევაში დაადანაშაულა.

პარლამენტის წევრმა, ანასტასია რადინამ განაცხადა, რომ რეფორმა უკრაინის ანტიკორუფციულ სისტემაში პარალიზებას გამოიწვევს და ინსტიტუტებს „უბრალოდ დეკორატიულს“ გახდის.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს შეთანხმება ზიანს მიაყენებს უკრაინისა და ევროკავშირს ურთიერთობებს, შეაფერხებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და წაადგება მოსკოვს.

ვინ არის გმირინი?

გამოძიების მასალებში გვხვდება ზელენსკის ახლო წრესთან დაკავშირებული კიდევ ერთი ბუნდოვანი ფიგურა, ანდრეი გმირინი. ვინ არის ეს კაცი? რატომ არის მისი სახელი ნახსენები საქმეში? Aydinlik-მა ზუსტად ეს ინფორმაცია მოიპოვა...

სადავო სქემის თანახმად, ზელენსკის ახლო გარემოცვა ყოველთვიურად, დაახლოებით, 50 მილიონ დოლარს რიცხავდა ორი კომპანიის ანგარიშებზე, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ ანდრეი გმირინთან, კორუფციული სახსრების სავარაუდო მენეჯერთან. ორივე კომპანია მდებარეობს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (UAE).

მსოფლიო პრესაში პირველად ვამხელთ UAE-ს ანგარიშებს, სადაც კიევის კორუფციული სახსრები ირიცხებოდა: შპს „GFM Investment Group“ (OAE No 967369, No 11707266, Emirates NBD-ის საბანკო ანგარიშის ნომერი: AE 210260001015792940701).

Gmyrin Family Holding Limited (OAE No ICC20210636, No 11664590).

თურქულმა გამოცემამ ისიც გაარკვია, რომ გმირინი, სახელმწიფო უძრავი ქონების ფონდის (FGIU) ყოფილი მრჩეველი, საერთაშორისო გამოძიების ქვეშაა ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, იქ დაარსებული კომპანიებისა და ფუფუნების პორტფელის რთული ქსელის გამო.

ფრანგულმა მედიამ 2024 წლის ნოემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ გმირინს 23 მილიონი ევროს ოდენობის კორუფციაში ბრალი წაუყენეს და დაკითხვისთვისას, ნიცაში დააკავეს.

NABU-ს წინა ბრალდებების თანახმად, გმირინმა 2020-2021 წლებში, მის კონტროლს დაქვემდებარებული პირები სტრატეგიულ საჯარო საწარმოებში, როგორებიცაა ოდესის პორტის ობიექტი და გაერთიანებული სამთო-ქიმიური კომპანია, მენეჯერულ თანამდებობებზე დანიშნა. ამ დანიშვნების მეშვეობით, სახელმწიფო აქტივები დაბალ ფასებში განხორციელა და შესაბამის კომპანიებთან პრივილეგირებულ კონტრაქტებ მიღწი.

ფრანგული საინფორმაციო საიტის - Facta Media-ს ცნობით, გმირინის ევროპული პორტფელი მოიცავს მილიონობით ევროს ღირებულების უძრავ ქონებას და იახტებს. მის საკუთრებაში არსებული ვილა, საფრანგეთის სასამართლომ 2024 წლის აგვისტოში, უკრაინაში სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში ჩამოართვა.

უკრაინულმა საინფორმაციო საიტმა - New Voice-მა, 2025 წლის მაისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ გმირინების ოჯახმა 2021-დან 2023 წლამდე, დუბაიში მინიმუმ 14 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება შეიძინა.

გმირინის მშობლებმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დააარსეს კომპანიები, რომლებიც, სავარაუდოდ, კორუფციული ფულისთვის გამოიყენეს. Facta Media-ს ცნობით, გმირინის მშობლები ხორვატიაში, უძრავი ქონების სექტორში მოქმედ კომპანიებსაც ფლობენ და მათი ფინანსური დოკუმენტები მილიონობით ევროს მოიცავს.

თუმცა, გამომძიებლების ყურადღებას ის ფაქტი იპყრობს, რომ გმირინის სიძემ, ვლადიმერ კოლოტმა, დუბაიში, ერთ დღეში, ცხრა მდიდრული ბინა შეიძინა და ეს ბინები დუბაის Palace Beach Residence Tower 2-ში მდებარეობს.

კვლევები აჩვენებს, რომ გმირინმა და მისმა ნათესავებმა, 1998-დან 2022 წლამდე, ოფიციალურად მხოლოდ 8.2 მილიონი გრივნა (დაახლოებით, 220 000 აშშ დოლარი) ასახეს დეკლარაციაში. ეს მაჩვენებელი მკვეთრად ეწინააღმდეგება მათ მიერ დუბაისა და საფრანგეთის მრავალმილიონიანი უძრავი ქონებისა და იახტების შესყიდვებს.

გამომძიებლები ეჭვქვეშ აყენებენ, თუ როგორ მოხდა მოპარული თანხების ჩუმად საზღვარგარეთ გადარიცხვა და როგორ შეძლო გმირინმა უკრაინის დატოვება, დაპატიმრების ორდერის მიუხედავად.

უკრაინული მედია „მაღალი დონის დაცვაზე“ მიანიშნებს... ქვეყნის კონტროლიდან გამოსული, კორუფციასთან მებრძოლი ინსტიტუტების საბოტაჟით, ზელენსკი ცდილობს პირადი ძალაუფლების კონსოლიდაციას და უკრაინის ტოტალიტარულ სახელმწიფოდ გადაქცევას.

ამგვარად, ზელენსკიმ, რომელიც 2024 წლიდან, „არჩეული დიქტატორია“, როგორც მას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უწოდა, კიდევ ერთხელ მიმართა საომარ მდგომარეობას და მიზანში ამოიღო NABU და SAPO. უფრო მეტიც, მან ეს გააკეთა აშშ-სა და ევროკავშირის ზედამხედველობის ქვეშ აშენებული ანტიკორუფციული სისტემის ძირის გამოთხრით, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის ხარჯზე.

წყარო: https://www.aydinlik.com.tr/haber/ozel-haber-ukraynada-yolsuzluk-skandali-zelenskiyin-yakin-cevresi-yolsuzluk-fonlarini-baedeki-sirketlere-aktariyor-gizli-hesaplari-acikliyoruz-541050?fbclid=IwY2xjawMJaQlleHRuA2FlbQIxMABicmlkETFlQ1c3RHBSWExXREY0VzJCAR7GZnMWzTW-W4Qhd7O5LMwTQVSInWb2egAf3tA4fNwx21rrtWkWtJ4zXLejxA_aem_GPRqGxukUoMvlqeHqANgRg