ვინ დაიწყო ომი - რამდენად სწორია აპელირება, რომ 2008 წელს ომი რუსეთთან „ნაცმოძრაობამ“ დაიწყო

ვინ დაიწყო ომი - რამდენად სწორია აპელირება, რომ 2008 წელს ომი რუსეთთან „ნაცმოძრაობამ“ დაიწყო

შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის ძალების სენაკის ბატალიონის მე-2 ქვეითი ბრიგადა, საინჟინრო ქვედანაყოფთან ერთად, საავტომობილო კოლონით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც, შინდისის რკინიგზის სადგურთან, ქართული ქვედანაყოფი რუსული მოტომსროლელი ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა. სწორედ ამ დღეს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

იმ განცხადებისას საპასუხოდ, რომ 2008 წელს, რუსეთთან ომი საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ომი დაიწყო არა საქართველომ, არამედ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა. კობახიძის თქმით, სააკაშვილისა დანაცმოძრაობისმხრიდან ვერავითარი ღალატი ვერ და არ გაამართლებს იმ ოკუპაციას, რომელიც განხორციელდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან.

„2008 წლის ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, ცალსახად. სააკაშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე გაყალბებული გზით იყო დარჩენილი და ამ მოღალატემ, გაყალბებული გზით დარჩენილმა მოღალატემ, უცხოელმა აგენტმა, 2008 წელს შეასრულა დავალება და ომი დაიწყო. როგორც არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ მოკლა სანდრო გირგვლიანი, ან საქართველომ მოკლა ბუტა რობაქიძე, ზუსტად ასევე არ შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს. 2008 წელს, ომი დაიწყო არა საქართველომ, არამედ სააკაშვილის მოღალატეობრივმა, გარედან ჩანერგილმა რეჟიმმა. რეალურად, 2003 წელს, ისინი გარედან დაგვისვეს ხელისუფლებაში. მოატყუეს ხალხი, გარედან მოიყვანეს ხელისუფლება. თავიდანვე უცხოელი აგენტები იყვნენ და მათ ჩაიდინეს ღალატი 2008 წელს. შეასრულეს მთავარი მოღალატეობრივი დავალება, როდესაც თავის დროზე ომი დაიწყეს“, -  განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, 2018 წლამდე,ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლები ვერ ბედავდნენ იმაზე საუბარს, რომ ომი მათ არ დაუწყიათ.

უპირველესად, თქვენ სხვის მაგივრად ნუ საუბრობთ. რაც შეეხება ომის დაწყებას, ომი ვინ დაიწყო, ეს შესაბამის დოკუმენტებშია დაფიქსირებული, რაც თქვენს პარტიასაც აქვს ხელმოწერით დადასტურებული. ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, ეს არის ტალიავინის დასკვნა და ეს არის თავად თქვენი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულება. სამივე დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ რეალურად, სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. 2018 წლამდე, ამ რეჟიმისა და ამ პარტიის წარმომადგენლები ვერც ბედავდნენ იმაზე საუბარს, რომ მათ არ დაუწყიათ ომი. 2018 წელს მოხდა ასეთი რაღა: სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ომი დაიწყო მაშინდელმა ხელისუფლებამ. ამან მისცა ერთგვარი საბაბი ამ პარტიას, „ნაცმოძრაობას“, რომ საპირისპირო ემტკიცებინათ. მაშინ რთული პერიოდი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ გუნდის შიგნითაც, „ქართულ ოცნებაშიარ იყო მარტივი ვითარება და ჩვენ გაგვიჭირდა მაშინ სალომე ზურაბიშვილის დაცვა, როდესაც მან ეს განცხადება გააკეთა.

მაშინ სალომე ზურაბიშვილს ავუხსენით, რომ სიმართლის თქმა იმ მომენტში არ იყო მიზანშეწონილი გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მოგვიწევდა თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა. გუნდში გვყავდა ჩანერგილი ადამიანები და ასეთ პირობებში, სწორი არ იქნებოდა სიმართლის თქმა. ზუსტად ის მოხდა, რაც ვუთხარით“, - დასძინა კობახიძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება რუსული მხარის სასარგებლოდ მოქმედებდა და მაშინდელ მმართველ პოლიტიკურ გუნდს მჭიდრო კავშირები ჰქონდა კრემლთან:

ომამდე შეიძლება მეორე მხარემ მიიყვანოს სახელმწიფო და დააწყებინოს ომი, მაგრამ ეს პასუხისმგებლობას ცვლის იმისთვის, ვინც დაინტერესებული იყო ომით?! - ეს კონფლიქტი რუსეთის ინტერესშიც იყო. ამ კონფლიქტის საბაბად გამოყენება რუსეთს სურს და უნდა ვივარაუდოდთ, რომ ამიტომ გაგრძელდა კონფლიქტი 5 დღეს - მეტი არც სჭირდებოდათ: შეტევა ფიქსირებულია, რასაც აღიარება დასჭირდება და სხვა არაფერია საჭირო.

ომი 5 დღეში საქართველოს ხელმძღვანელობამ დაამთავრა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობა მოქმედებდა რუსეთის ინტერესებისთვის. ამიტომ, ვინ დაიწყო ომი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, შედეგები ვის სასარგებლოდ დადგა და რომელი მხარე იქცეოდა მეორის საამებლად, ესაა მნიშვნელოვანი - ქართული მხარე იქცეოდა რუსული მხარის საამებლად. ამიტომ, პირველ გასროლას რეალურად არ აქვს მნიშვნელობა.

რუსეთთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას, მის პოლიტიკურ ინტერესებს ანგარიშს უწევდა და სწორედ რუსეთის პოლიტიკური ანგარიში იყო აქ რუსული ბაზის განთავსება, - განგვიცხადა რამაზ საყვარელიძემ.