მერობის კანდიდატი, როგორც ოპოზიციის განხეთქილების ვაშლი

მერობის კანდიდატი, როგორც ოპოზიციის განხეთქილების ვაშლი

ოპოზიციაში განხეთქილების ვაშლად იქ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის საკითხი - ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს, თავად ვეღარ თანხმდებიან, ვინ იქნება დედაქალაქში მათი წარმომადგენელი. „ლელო - ძლიერი საქართველომერობის კანდიდატად მომღერალ მერაბ სეფაშვილს განიხილავს, თუმცა სეფაშვილი გახარია საქართველოსთვის მაინდამაინც მიმზიდველ კანდიდატად არ გამოიყურება. გიორგი გახარიას პარტიის ლიდერები განცხადებით, თუ ლელომგადაწყვიტა, რომ ერთ-ერთ ვარიანტადგატესტოსმომღერალი მერაბ სეფაშვილი, ეს მისი ნებაა, მაგრამ საბოლოო კანდიდატზე ერთობლივად უნდა შევთანხმდეთ. შესაბამისად, ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ უცნობია, ვინ იქნება ოპოზიციური სპექტრის საერთო კანდიდატი თბილისში.

ანალიტიკოსი ედიშე გვენეტაძე ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ ვინც არ უნდა წარადგინოს მერობის კანდიდატად, ის განწირულია მარცხისთვის.

როგორი პარადოქსული ვითარებაა: არჩევნები კარსაა მომდგარი და ვერ შეურჩევიათ ის კანდიდატურა, რომელიც კახა კალაძეს დაუპირისპირდება - ეს მოწმობს იმაზე, რომ ძალიან მძიმე სიტუაციაა ოპოზიციაში და როგორ გამოსწორდება ვითარება, რთული სათქმელია. რომელი კანდიდატურაც არ უნდა წამოაყენის ოპოზიციამ, ის განწირულია დასამარცხებლად და სწორედ ამიტომ არიან ასეთ მდგომარეობაში, - განაცხადა გვენეტაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საპირისპირო მოსაზრებისაა. მისი შეფასებით, ოპოზიციამ იცის, რომ კანდიდატზე შეუთანხმებლობა მათ პოლიტიკურ რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედებს, შესაბამისად, იმედოვნებს, რომ ოპიზიციური სპექტრი საერთო კანდიდატზე შეჯერდება.

კანდიდატის დასახელების საკითხი არ უნდა გახდეს განხეთქილების საგანი, რადგან ოპოზიციაში ახლაც თუ განხეთქილება მოხდა და კანდიდატზე, უბრალოდ, ვერ შეთანხმდნენ, ეს ოპოზიციისთვის იქნება ატასტროფა, როგორც ერთი, ისე მეორე პარტიისთვის, რადგან ისინი პოლიტიკურ წონას დაკარგავენ - ეს იმაზე უარესი იქნება, ვიდრე ბოიკოტში მონაწილეობა. ამიტომ, არ მგონია, რომ შეთანხმებას ვერ მიაღწიონ, - აღნიშნა ძაბირაძემ.

პარალელურად, ოპოზიციაში ვითარება კიდევ ერთი ფაქტის გამო იძაბება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე, ცესკო- თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ორმა სუბიექტმა ცესკო- რიგითი ნომრების გამოყენებაზე მიმართ, მაგრამ მათ არ უმართავთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ამ პარტიების ნომრები: #4 - კოალიცია ცვლილებისთვისდა #5 - ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა, წილისყრაში გათამაშებ. შესაბამისად, ამ ეტაპზე, #4 და #5 საარჩევნო ნომრები ვაკანტურია.

ედიშერ გვენეტაძის განმარტებით, ოპოზიციური პარტიები, რომელთაც საარჩევნო ნომრები ჩამოერთვათ, შესაძლოა, პოლიტიკური ველიდან გაქრნენ.

იღებენ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის ორგანული ნაწილი და ეს არის კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, როგორც სამართლებრივად, ისე დე-ფაქტოდ, შესაძლოა, პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრნენ და ამის მოლოდინი უახლოეს ხანში იქნება ქართულ საზოგადოებაში.

რომელი საარჩევნო ნომერიც არ უნდა ჰქონდეთ, მაინც წააგებენ არჩევნებს - ამ ყველაფერში დამნაშავეა ის, ვინც უარყოფს არჩევნებს. ცესკო მოქმედებს კანონის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც საარჩევნო ნომრები უნდა ჩამოერთვათ - ეს კი საწყისი იქნება იმისა, რომ ეს ძალები მთლიანად გაქრებიან პოლიტიკური ველიდან, - დასძინა ედიშერ გვენეტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ეს იყო ქართული ოცნების მიერ წინასწარ განსაზღვრული ნაბიჯი იმისთვის, რომ საზოგადოებაში შეექმნა განწყობა, თითქოს, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები ნაცმოძრაობას წარმოადგენენ.

ხელისუფლებას შეეძლო ძალიან მშვიდად გადაეგორებინა ეს პროცესი, მაგრამ ეს არ გააკეთა და ფიქრობს იმოქმედებს იმ ამომრჩევლებზე, რომლებთანაც ვერ მივა ინფორმაცია, რომ 4 ნომერი კოალიცია არ არის, ხოლო 5 ნომერი - ნაციონალური მოძრაობა. არის შანსი იმისა, რომ გაუცნობიერებელმა ამომრჩეველმა ჩათვალოს, ისევ ნაცმოძრაობა მონაწილეობს არჩევნებში - ასეთი მანევრი გააკეთა ხელისუფლებამ, მაგრამ ეს მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს - შეიძლება, ეს უფრო მეტად გათვლილი იყოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, ვიდრე ადგილობრივ არჩევნებზე, - განგვიმარტა ვახტანგ ძაბირაძემ.

 

 

Gami არ დაიღალა ეს მაჩვი ძაბირაძე, ამ აქოთებული ოპოზიციის ერთი ადგილის ლოკვით... რამდენიც არ უნდა ტლიკოს ეს ოპოზიცია, მაინ არაფერი ეშველებათ არ მათ და არც მლოკველ ძაბირაძეს.
4 საათის უკან
Gami გია სურამელაშვილის კანდიდატურაც განეხილად, მაგრამ დარწმუნებული ვარ მას უფრო მეტი თავმოყვარეობა და ღირსება გააჩნია ვიდრე ამ თავზე საბუდარ დადგმულ სეფაშვილს.
3 საათის უკან