„აგვისტოს ხუთი დღე“ - „ეს ფილმი იყო ერთ-ერთი ძვირადღირებული პროდუქტი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ რეაბილიტაციისთვის“

„აგვისტოს ხუთი დღე“ - „ეს ფილმი იყო ერთ-ერთი ძვირადღირებული პროდუქტი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ რეაბილიტაციისთვის“

აგვისტოს ომიდან ზუსტად 17 წელი გავიდა. დღესაც აქტუალურია და კვლავ დღის წესრიგში დგას საკითხი, რამაც რუსეთთან ომამდე მიგვიყვანა და რააც საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვა საქართველოსთვის. ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მძიმე საქმეები ჯერ კიდევ გამოძიების ინტერესის ქვეშაა და ექსპერტთა ერთი ნაწილი იმ დანაშაულებებზე მიუთითებს, რამაც ქვეყანა რთულ მდგომარეობამდე მიიყვანა, ხოლო ბრალდების კვალი კვლავ ექსპრეზიდენტმდე და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამდე მიდის.

ამის ფონზე, გავიხსენოთ, ჰოლივუდის რეჟისორებისა და ოპერატორების მიერ გადაღებული ფილმი - აგვისტოს ხუთი დღე“, რომელიც საერთაშორისო კინოგაქირავებაშიომის ხუთი დღისსახელით გავიდა. დღესაც ბევრს მიაჩნია, რომ ეს ფილმი პროპაგანდისტული იყო და მისი გადაღების მთავარი მოტივი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების სახელის გამთელება და განახლება გახლდათ.

ისიც უნდა აღინიშოს, რომ ჰოლივუდში გადაღებული ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი კობა ნაყოფია იყო, რომელიც 2008-დან 2012 წლამდე, მეშვიდე მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის“ ბლოკიდან, ხოლო მოგვიანებით, 2019-2022 წლებში - ერთიანი ნაციონალური მოძრაობისაღმასრულებელი მდივანი.

მოკლედ ფილმის შესახებ

პრემიერა 2011 წლის 5 ივნისს შედგა. სხვათა შორის, ისტორიულ ფაქტებზე მეტად, კინოკრიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს პოლიტიკურ პროპაგანდასა და ბრტყელ პერსონაჟებზე. ფილმი გვიამბობს სამხედრო ჟურნალისტებზე, რომლებიც საქართველოში, აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე ჩადიან. მთავარი პერსონაჟი, ამერიკელი ჟურნალისტი ტომას ანდერსი, მეგობრობს ქართველ ჯარისკაცთან, რომელმაც ერაყში გადაარჩინა. აგვისტოს ომის დღეებში, ის თავის ოპერატორთან ერთად ჩადის კონფლიქტის ზონაში, სადაც რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს გადაიღებს.

ამის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი (ენდი გარსია) ამაოდ ცდილობს რუსეთის შეჩერებას და საქართველოში დაწყებული ომით, საერთაშორისო თანამეგობრობის დაინტერესებას. ფილმის ბოლოს ჩანან ნამდვილი ადამიანები, რომლებიც აგვისტოს ომის დროს დაღუპულ ნათესავებზე ჰყვებიან.

 „მდარე და უხარისხო“ პროპაგანდა

ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ, For.ge-სთან ინტერვიუში, ფილმ აგვისტოს ხუთ დღეს მდარე და უხარისხო უწოდა. მისი შეფასებით, ამ ფილმის გადაღების მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილ რეპუტაცია გადაერჩინა.

შედეგად,საკმაოდ მდარე ხარისხის ფილმი მივიღეთ, რომელსაც არავითარი მხატვრული ღირებულება არ გააჩნია. ფილმი რომელიღაც საერთაშორისო ფესტივალზე წაიღეს, სადაც მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ დაიმსახურა. ჩემი აზრით, ეს ფილმი ემსახურებოდა სააკაშვილის და მისი რეჟიმის რეაბილიტაციას იმ იმედით, რომ ცნობილი მსახიობები იყვნენ დაკავებულნი და მათი სახელები აუდიტორიას მიიზიდავდა. სურდათ, რომ სააკაშვილის შებღალული იმიჯი გარეცხა დასავლეთში, რადგან დასავლეთი ძალიან გაბრაზებული იყო მასზე მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილმა ახალი თავის ტკივილი გაუჩინა ცხინვალში ავანატიურის დაწყებით. შესაბამისად, შეიბღალა მისი რეპუტაცია, ძალიან დიდი ნის მანძილზე, მას არსად ეპატიჟებოდნენ, მასთან კონტაქტები არ ჰქონდათ და ეს ფილმი იყო ერთ-ერთი ძვირადღირებული პროდუქტი, მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის რეაბილიტაციისთვის.

პარალელურად, უნდოდათ ეთქვათ, რომ საქართველომ კი არ მოახდინა თავისი ქმედებებით ომის ინიცირება, არამედ, რუსეთი დაესხა თავს საქართველოს. ასე უნდა განევითარებინათ ის ნარატივი, რასაც მაშინაც და დღესაც ანვითარებს, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე მისი მომხრეები - შესაბამისად, ეს იყო პროპაგანდისტული ფილმი, - განაცხადა ანჯაფარიძემ.

რა ჩაწერეს საგამოძიებო კომისიის დასკვნაში?

საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. 4 აგვისტოს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ბოლო სხდომაზე, წულუკიანმა განაცხადა:

ამ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც ჩადიოდა ნაციონალური მოძრაობა, მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები, 2003 წლის ნოემბრიდან, დღევანდელი დღის ჩათვლით.

გარდა ამისა, საინტერესოა ის ქვეთავებიც, რომლებზეც საგამოძიებო კომისიის დასკვნაშია საუბარი:

სასჯელაღსრულების სისტემაში წამება და არაადამიანური მოპყრობა; მკვლელობა და ძალადობა, ჩადენილი სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ; ქონებრივი უფლებების დარღვევა და ბიზნესის რეკეტი; მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება; მედიის მესაკუთრეების წინააღმდეგ ტერორი და მათი უფლებების დარღვევა; პირადი ცხოვრების დაცულობის ხელყოფის უხეში ფაქტები, მათ პირად სივრცეებში ფარული ჩანაწერების კეთება და შანტაჟისთვის გამოყენება; 2008 წლის აგვისტოს ომი და ომის პროპაგანდა, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობები.

 „დასავლეთის წაქეზების გარეშე, სააკაშვილი რუსეთთან ომს არ დაიწყებდა“

ზაალ ანჯაფარიძე For.ge-განუცხადა, რომ მნიშვნელოვანია აგვისტოს ომის დეტალების უფრო სიღრმისეული გამოკვლევა. მისივე შეფასებით, დასავლეთის ერთგვარი წაქეზების გარეშე, მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან ომს არ და ვერ დაიწყებდა:

ვისურვებდი, რომ საგამოძიებო კომისიას უფრო სიღრმისეულად ჩაეხედა აგვისტოს ომის მიზეზ-გარემოებებში. არაერთი ირიბი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა ცხინვალში სამხედრო ოპერაციის დაწყება იმის იმედით, რომ მას დაეხმარებოდა დასავლეთი და უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატები. როდესაც ჯორჯ ბუშმა მოიწვია სასწრაფო სხდომა ეროვნული უშიშროების საბჭოში, საქართველოში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, იქ გამოვიდა უშიშროების საბჭოს რამდენიმე წევრი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პირდაპირ განაცხადეს, რომ ამერიკული ავიაცია გამოვიყენოთ, დავბომბოთ როკის გვირაბი, რომ შევაჩეროთ რუსეთის ჯარების მოძრაობა საქართველოს ტერიტორიაზეო, რაც, ფაქტობრივად, რუსეთისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავდა. შემდეგ სტივენ ჰედლიმ თქვა, თქვენ რა გინდათ, საქართველოს გამო, აშშ რუსეთს ეომოს და მაშინვე ყველა დადუმდა. როგორც აღნიშნულია, ეს ხალხი იყო აშშ- მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის ხალხი, რომელსაც პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან. ის სააკაშვილს ველანაირად მხარს უჭერდა, იყო მისი ლობისტი და დიდი ალბათობით, წაქეზება-წახალისება მოდიოდა სწორედ მისი და მისი გუნდისგან. მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად არ იყო ასეთი სულელი და გაუწონასწორებელი, რომ ველგვარი მხარდაჭერის და დაპირების გარეშე დაეწყო სამხედრო ოპერაცია.

თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ალბათ, გვექნება ჩვენი კომენტარები, რამდენად სიღრმისეულად იქნა შესწავლილი აგვისტოს ომის საგარეო პოლიტიკური ფაქტორები. რომ არ ყოფილიყო წაქეზება და შეგულიანება გარედან, სააკაშვილი ამ ომს არ და ვერ დაიწყებდა, მისი მხდალი ბუნებიდან გამომდინარე, - დასძინა ზაალ ანჯაფარიძემ.

 

 

მარბიელი ომი იყო ხუთდღიანი, რომლის მესამე დღეს სააკაშვილმა გამოაცხადა ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტა(?) ანუ "სამშობლოს დაცვას თავი დაანებეთ ქართველებო და რუსებო რაც გინდათ ის გვიქენითო " წავაგეთ ომი, რომელშიც გამარჯვებასაც 12 აგვისტოს რუსთაველზე ზეიმობდნენ გადაგვარებული ქართველები, ანუ ნაცები!
1 საათის უკან