„უნდა ველოდოთ, სანამ ვინმე ფაშა ინტერნეტში არ დადებს რამე ვიდეოს?“

„უნდა ველოდოთ, სანამ ვინმე ფაშა ინტერნეტში არ დადებს რამე ვიდეოს?“

„იმედს ვიტოვებ, რომ პროკურატურის გადაწყვეტიელება ჟვანიას საქმესთნ დაკავშირებით არ დასრულდება მხოლოდ რამდენიმე არასაკვანძო ფიგურის პასუხისგებაში მიცემით, რომელზეც შესაძალებელია სასამართლოს არსებითი განხილვის შედეგად გამოვიდეს გამამართლებელი განაჩენი“, - აცხადებს სამართლის ექსპეტრი კახი კახიშვილი, რომლის განცხადებით, ეს არის ურთულესი საქმე.

ზურაბ ჟვანიას საქმის გარშე განვითარებულ პროცესებზე For.ge. კახი კახიშვილს ესაუბრა.

სოციალური ქსელით გავრცლებული კადრების შემდეგ, პროკურატურამ დააკავა ამ საქმის ექპერტი და დაცვის წევრი. დაკითხა ყოფილი შს მინისტრი და დაცვის წევრი. საინტერესო აქამდე რატომ არ განახორციელა ეს საგამოძიებო მოქმედება პროკურატურამ?

კახი კახიშვილი: ძალიან დიდი მოლოდინია საქართველოს მოსახლეობაში იმისა, რომ ახალი ხელისუფლება გასცემს პასუხს იმ კითხვებს, რომელიც უკავშირდება სხვადასხვა დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებრივ საქმიანობას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვნახეთ, რომ მაინცდამაინც, დიდი მონდომებით, ამას წელიწადნახევრის განმავლობაში სამართალდამცავი სისტემა არ ახდენდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, გაჩნდა ბიძგი.

ბუნებრივია, ყველა საქმე რეზონანსულია თითოეული ოჯახისთვის, მაგრამ არის გარკვეული საქმე, რომლის მიმართაც საზოგადოების ინტერესი ძალიან მაღალია. ერთ-ერთი ასეთი ტიპის საქმე არის ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმე. აქედან გამომდინარე, მიაჩნია, რომ საქართველოს პროკურატურამ მკაფიო პასუხი უნდა გასცეს ამ კითხვებს. ჩვენ რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყავით მომსწრენი ვარაუდებისა, რომ ჟვანია იყო მოკლული.

ადამიანები, რომლებიც ამას აცხადებედნენ, როდესაც მოვიდნენ ხელისუფლებაში, წელიწადნახევრის განმავლობაში, მიუხედავად ანოსებისა, რომ უახლოეს დღეებში ჟვანიას საქმე გაიხსნებოდა, ჩვენ დღემდე ვერ მივიღეთ კონკრეტულად მკვეთრი პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებას გააჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ საქმეს, ჯერჯერობით დეტალები არ ვიცი. ურთულესი საქმეა, ძალიან ბევრი წელია გასული და მეორე - ცხრა წლის განმავლობაში, ეს საქმე ხელთ ჰქონდა იმდროინდელ პროკურატურას, რომლის ხელმძღვალენილის პირდაპირ ინტერესში შედიოდა (ვგულისხმობ ზურაბ ადეიშვილს) ამ საქმესთან დაკავშირებული კონკრეტული დეტალების დამალვა. აქედან გამომდინარე, რთული იქნება ამ საქმის გამოძიება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. თუ არის საფუძვლები და თუ პროკურატურა მოინდომებს, აუცილებლად გახსნის.

მაგრამ, რატომ ელოდებოდა ძიება კადრების გავრცელებას, როგორ ფიქრობთ?

- იმედს ვიტოვებ, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება ჟვანიას საქმესთნ დაკავშირებით, არ დასრულდება მხოლოდ რამდენიმე არასაკვანძო ფიგურის პასუხისგებაში მიცემით, რომელზეც, შესაძალებელია, სასამართლოს არსებითი განხილვის შედეგად, დადგეს გამამართლებელი განაჩენი.

ჟვანიას საქმის გახსნას არ ვეძახი რამდენიმე უმნიშვნელო ფიგურის პასუხისგებაში მიცემას. მეისრეებზე არ უნდა გადატყდეს ჯოხი. თუ საუბარია იმაზე, რომ იყო მკვლელობა, ბუნებრივია, ასეთი პიტის მკვლელობა ვერ მოხდებოდა იმდროინდელი ყოფილი თანამდებობის პირების გარეშე.

თქვენ აზრით, ეს იყო მკვლეობა თუ არა?

- მე მტკიცებით ვერ ვისაუბრებ მკვლელობაზე, რადგან არ ვიცი საქმის დეტალები. შეიძლება რამდენიმე ვერსია განვიხილოთ, ერთი ვერსიით - შესაძლებელია მოკლულია პრემიერი, მეორე ვერსიით - მოკლული არ იყო, მაგრამ შეიცვალა შემთხვევის ადგილი. ორივე შემთხვევაში ადგილი გვაქვს დანაშაულთან. იმედს ვიტოვებ, რომ ამ დანაშაულთან დაკავშირებით პასუხისგებაში არ იქნებიან მიცემული მხოლოდ მეისრეები.

ნაციონალური მოძრაობაამბობს, რომ ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები და მსგავსი თემებით ხელისუფლება ცდილობს პოლიტიკური ტემპერეტურის აწევას. მაგრამ, ჩნდება კითხვა, თუ საქმე გამოძიებული იყო, მაშინ რატომ არ დაიხურა? რატომ ცდილობს ყოფილი მმართველი ელიტა, რომ ეს საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ?

- „ნაციონალურ მოძრაობას“ ნებისმიერი საკითხის, განსაკუთრებით სამართლებლივი საკითხის გადაქაჩვა სურს პოლიტიკურ სივრცეში. მიკროკოორდინატორის დაკითვასაც კი უწოდებენ პოლიტიკურ ანგარისწორებას. ეს მაშინ, როდესაც უკრაინის პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა იანუკოვიჩი და მისი თანმხლები პირები იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩადელი ჰქონდათ, ამას სამართლიანობის აღდგენას უწოდებენ.

ასე რომ, „ნაცინალურ მოძრაობას“ ორმაგი სტადარტი აქვს. იქ მოსწონთ და აცხადებენ, რომ კანონის უზენაესობის პრონციპი უნდა განხორციელდეს, მაგრამ საქართველოში არაფერი არ მოსწონთ. მაგრამ, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ რიგ შემთხვევაში ამ ბრძოლაში უგებენ ხელისუფლებას. თქვენ გახსოვთ გარკვეული საქმეები, რომელიც სამწუხაროდ დასრულდა გამამართლებელი განაჩენით, რითაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეცა საშუალება ეთქვა, რომ თითქოს, მათ მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა.

ამ შემთხვევაში პროკურატურა მაქსიმალურად უნდა იყოს მომზადებული. მითუმეტეს, რომ ეს ძალიან რეზონანსული საქმეა და ასეთი ტიპის საქმეში ელემენტარულმა ლაფსუსმაც კი, შესაძლებელია, შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გამოიწვიოს. თუ გამოაცახდებენ, რომ ჟვანიას საქმე გახსნილია და შემდგომში, უკვე, სასამართლოში კონკრეტული ფიგურანტების მიმართ დადგება გამამართლებელი განაჩენი, ან სიმბოლური წლები მიესჯებათ, წარმოიდგინეთ რა მოხდება.

აქედან გამომდინარე, პროკურატურას უტყუარი მტკიცებულება უნდა ჰქონდეს, რომ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, რომლებიც იცავენ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეჭვი არ შეეპაროთ ამ კონკრეტულ სამართლებლივ მოქმედებაში. ყველაფერი კარგად უნდა იყოს გათვლილი,  ის ვარაუდიც კი, რომ შესაძლებელია, სასამართლო შეეცადოს ამ საქმის დანგრევას სასამართლო განხილვაზე, უნდა იყოს გათვლილი და ამ ვარაუდის საფუძველზე, იმდენად გამყარებული უნდა იყოს ნებისმიერი საქმის დეტალი, რომელიც წარიმართება სასამართლოში, რომ საქმე გამამართლებელი განაჩენით არ დასრულდეს.

რაც შეეხება თვითონ ჩანაწერს. გამოძიებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია პირის იდენტიფიკაცია, რომელმაც ეს კადრები ატვირთა? ფაქტია, რომ კადრი ატვირთა იმან, ვისაც ხელი მიუწვდებოდა ამ მასალასთან...

- რაც შეეხება კონკრეტულად ამ მასალას, მიმაჩნია, რომ გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს, ვინ ატვირთა ეს მასალა. ბუნებრივია, ამ მასალის მიმართ წვდომა ყველას არ ექნებოდა. აქედან გამომდინარე, უნდა დადგინდეს მასალის ამტვირთავი. გარდა ამისა, უნდა დადგინდეს მასალის ნამდვილობა. როდესაც იწყებ გამოძიებას, ყოველთვის პირველი საგამოძიებო პროცედურა ასათი ტიპის საქმეებზე არის მასალის უტყუარობის დადგენა, ხომ არ აღენიშნება მას მონტაჟის კვალი და ა.შ. ალბათ, პროკურატურა დაინტერესდება და დანიშნავს შესაბამის ექსპერტიზას ამ საკითხთან დაკავშირებით.

ინტერნეტით აიტვირთა მერაბიშვილის ცნობილი განცხადება ორ გვამთან დაკავშირებით, ახლა უკვე ჟვანიას ფოტოსურათები. ეს უკვე ტენდენციურ სახეს იძენს. ისეთი ფონი იქმნება, რომ საგამოძიება უწყება ფაქტზე რეაგირებას იწყებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ინტერნეტით გავრცელდება ჩანაწერი. ასევე იყო მუხროვანის საქმეზეც, არადა მანამდე, ამ ადამიანებს შეტანილი ჰქონდათ განცხადება პროკურატურაში...

- დიახ, ამ კადრების გავრცელების შემდეგ გაახსენდა პროკურატურას, რომ მუხროვანის საქმე მას თაროზე ედო. ეს ძალიან უცნაურია. მაშინც ვიკითხე პროკურატურისგან, რომ არ ყოფილიყო ეს კადრები გავრცელებული, საქმის გამომძიებელმა არ იცოდა დეტალები მუხროვანის საქმესთან დაკავშირებით? მითუმეტეს, რომ მუხროვანის ეპიზოდში მსჯავრდებულები ითხოვდნენ საქმის გამოძიებას. იგივეს ითხოვდა საზოგადოება ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით. იგივეს ითხოვს, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის და სხვა საქმეებთან დაკავშირებით.

უნდა ველოდოთ, სანამ ვინმე ფაშა ან სხვა იუზერი არ დადებს რამე ვიდეოს, რომ პროკურატურამ მოახდინოს რეაგირება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც თაროზე უდევთ? აქიდან გამომდინარე, მიმაჩნია, კითხვა - ხელისუფლების მხრიდან ხომ არ იტვირთება ეს მასალა პოლიტიკურად მომგებიან ვითარებაში? - რომ არ ჰქონდეს საზოგადოებას, უნდა დაადგინოს ხელისუფლებამ ამტვირთავის ვინაობა.

რაც შეხება საკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას. უმცირესობა ამბობს, რომ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება დიდი სამოქალაქო დაპირისპირების ტოლფასი იქნება. ჩვენ გვაქვს მსოფლიო პრეცედენტები, როდესაც პრეზიდენტებს არა თუ დაკითხვაზე იბარებენ, არამედ დანაშაულის შემთხვევაში აკავებენ...

- სააკაშვილი არის საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე უნდა დაემორჩილოს კანონმდებლობას. სხვათაშორის, ეს ის კანონმდებლობაა, რომელიც მიღებული იქნა სააკაშილის პრეზიდენტობის პერიოდში. აქედან გამომდინარე, თუ გამოძიებას აქვს შესაბამისი საფუძვლები, რომ დაიბაროს დაკითხვაზე ყოფილი პრეზიდენტი და დაუსვას მას კონკრეტული კითხვები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მთავარია, ეს მოთხოვნა კარგად იყოს დასაბუთებული. მითუმეტეს, თუ სააკაშვილი თვლის, რომ ყველა ამ საქმეში ის მართალია, პირიქთ, ის არ უნდა გაურბოდეს გამოძიების კითხვებს, არამედ პირიქით, ინიციატორი უნდა იყოს, რომ ყველა კითხვას გასცეს საფუძვლიანი პასუხი.

მაგრამ, ფაქტია, რომ სააკაშვილი არ აპირებს გამოძიების კითხვებისთვის პასუხის გაცემას. მან თქვა, რომ არ ერევა ამ საკითხებში. რა გზა რჩება პროკურატურას?

- თუ არ გამოცხადდება მითითებულ ადგილას დასაკითხად და თუ საქართველოს პროკურატურა მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დაკითხვის გარეშე შეუძლებელია კონკრეტულ საქმეებზე ჭეშმარიტების დადგენა, მას შეუძლია მიმართოს იძულებით ღონისძიებას.