„თბილისი მარიოტი“ ლიდერთა პროგრამის თემაზე სემინარს მასპიძლობს. ოთდღიანი კურსი დღეს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიის დირექტორის თანაშემწემ, პოლკოვნიკმა მარტინ ფორგრეივმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა ლიდერობის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და განსხვავებებს მართვას, ლიდერობასა და მენეჯმენტს შორის.
პროგრამაში თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები მონაწილეობენ. კურსს ბოსნია-ჰერცოგოვინას წარმომადგენლებიც ესწრებიან. ოთხი დღის განმავლობაში ისინი ლიდერთა თვისებებს გაიუმჯობესებენ და უკეთ გაიაზრებენ იმ გამოწვევებსა და პასუხისმგებლობას, რომლებიც ხელმძღვანელ პოზიციებს ახლავს. სემინარს პოლკოვნიკი მარტინ ფორგრეივი და ქრენფილდის უნივესიტეტის დოქტორი ბრაიან უოთერსი წარუძღვებიან. კურსის დასასრულს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ.
სემინარი ბრიტანეთის საელჩოს და თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიისა და ქრენფილდის უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტს საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს.