ევროკავშირი შეშფოთებულია - უკრაინის პარლამენტმა  ანტიკორუფციული სააგენტოები გენერალურ პროკურატურას გადასცა

ევროკავშირი შეშფოთებულია - უკრაინის პარლამენტმა  ანტიკორუფციული სააგენტოები გენერალურ პროკურატურას გადასცა

უკრაინის რადა-მ მეორე მოსმენით მიიღო #12414 კანონპროექტი, რომელიც მოიცავდა პეტრო პოროშენკოს მმართველობის დროს შექმნილი ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ შესწორებებს. კანონპროექტის მიღებამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალური პროკურორის ოფისმა ბიუროში ჩხრეკა ჩაატარეს, როგორც „NABU-ზე რუსული გავლენის ნეიტრალიზაციის სპეციალური ოპერაციის“ ნაწილი. 

მეორე დილით გაირკვა, რომ რადა-ს დღის წესრიგში კანონპროექტი შევიდა, რომლის სათაურიც, როგორც ჩანს, ანტიკორუფციულ სააგენტოებს არ ეხება: ის ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას „საომარი მდგომარეობის დროს, განსაკუთრებულ გარემოებებში უკვალოდ გაუჩინარებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის დანაშაულების წინასწარი გამოძიების სპეციფიკას“.

თუმცა, დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ ცვლილებებთან ერთად, დოკუმენტი ითვალისწინებს ცვლილებებს, როგორც NABU-ს, ასევე SAP-ის მუშაობაში.

რა არის ნაბუ?

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოა, რომელიც 2015 წელს, ევრომაიდანის რევოლუციის შემდეგ, მალევე შეიქმნა, რაც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევით დასრულდა. მავდროულად, შეიქმნა სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა (SAPO), ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო (NAC), აქტივების მოძიებისა და მართვის სააგენტო (ARMA) და უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო (HACC). კორუფციის გამოძიება უკრაინის კიდევ ორ სამთავრობო უწყებას შეუძლია: სახელმწიფო გამოძიების ბიუროს (SBI) და ეროვნულ პოლიციას (NPU).

„NABU იძიებს მაღალი თანამდებობის პირების კორუფციულ დანაშაულებს, სახელმწიფო გამოძიების ბიურო იძიებს არა მხოლოდ კორუფციულ დანაშაულებს, არამედ მაღალი თანამდებობის პირების ნებისმიერ სხვა დანაშაულსაც, თუ NABU-ს იურისდიქციის არცერთი პირობა არ არის დაკმაყოფილებული, ხოლო ეროვნული პოლიცია იძიებს იმას, რაც არ შედის სახელმწიფო გამოძიების ბიუროსა და NABU-ს იურისდიქციაში“, - განმარტავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“.

„წინასწარი გამოძიების შემდეგ, NABU-ს საქმეებს განიხილავს უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო, ხოლო სახელმწიფო გამოძიების ბიუროსა და ეროვნული პოლიციის საქმეებს - საერთო იურისდიქციის სასამართლოები“.

რას ცვლის კანონპროექტი #12414?

მოკლედ, ის ანტიკორუფციულ სააგენტოებს გენერალურ პროკურორზე დამოკიდებულ ინსტიტუტებად აქცევს.

დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა დაწერა, რომ თუ ამ კანონპროექტ მიიღებენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პროკურორების ხელმძღვანელი, ფაქტობრივად, გენერალური პროკურორი იქნება და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. „ეს ნიშნავს, რომ ახლა გენერალური პროკურორი განსაზღვრავს, რომელი პროკურორი გააკონტროლებს NABU-ს გამოძიებებს“, - ამბობს ჟელეზნიაკი.

გენერალურ პროკურორს ახლა ექნება უფლება, მოითხოვოს NABU-ს ნებისმიერი წარმოება და განსახილველად გადასცეს იგი სხვა პროკურორს. ეს ცვლილება აუქმებს წინა წესს, რომელიც კრძალავდა NABU-დან წარმოების შეწყვეტას.

რადა-მ ანტიკორუფციული ორგანოების კონტროლი გენერალურ პროკურორს გადასცა, რომელიც, როგორც თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთხელ აღიარა, „100%-ით მისი კაცია“.

რატომ მოხდა ეს და რამ აღაშფოთა ევროკავშირი

ანტიკორუფციული სააგენტოების მუშაობას აშშ და ევროკავშირი მჭიდროდ აკვირდებოდნენ და მათი ზეწოლა (უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლასთან ერთად) გამართლ, რადგან ხელისუფლებას ევროკავშირისკენ მოძრაობა, უვიზო რეჟიმი და დასავლური ფული სჭირდებოდა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტის ახლო წრის წინააღმდეგ, ბოლო დროს აღძრული გახმაურებული კორუფციის საქმეები, შესაძლოა, NABU-სა და SAP-ის გენერალური პროკურორის დაქვემდებარებაში დაშვების მიზეზი გამხდარიყო. გამომძიებელი ჟურნალისტები კი ვარაუდობენ, რომ NABU-ს სხვა საქმეებიც ჰქონდა აღძრული - შესაძლოა, პრეზიდენტის ახლო წრის რომელიმე წევრის წინააღმდეგ, თუმცა ახლა მათი გამოჩენა ნაკლებად სავარაუდოა.

ევროკავშირმა უკვე უპასუხა და განაცხადა, რომ რადა-ს მხარდაჭერა ახალი კანონპროექტის მიმართ გავლენას მოახდენს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების პროგრესის ყოველწლიური შეფასების შედეგზე. ევროკომისია შემდეგ შეფასებას ოქტომბრის ბოლოს ჩაატარებს.

როგორც „უკრაინსკა პრავდა“ იტყობინება, ევროკომისიის წარმომადგენელმა გიიომ მერსიემ გაიხსენა, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას დემოკრატიული მმართველობის სფეროში პროგრესის პირობით უზრუნველყოფს. მისი თქმით, ევროკავშირი „შეშფოთებულია უკრაინის მიერ ანტიკორუფციული ორგანოების - NABU-სა და SAP-ის წინააღმდეგ, ბოლო დროს განხორციელებული ქმედებებით“.

დიდი შვიდეულის ელჩებმა წინა დღეს, NABU-ზე ზეწოლის გამო, შეშფოთება გამოთქვეს, თუმცა, შესაძლოა, ეს ყველაფერი დასრულდეს.

გახმაურებული საქმეები და დაზვერვის სააგენტოების დაპირისპირება

2017 წელს, NABU-მ რამდენიმე გახმაურებული ანტიკორუფციული საქმე დაიწყო, რის შემდეგაც სააგენტო სხვა სამართალდამცავ ორგანოებ დაპირისპირდა. სხვა საკითხებთან ერთად, ბიურომ კორუფციაში დაადანაშაულა სახელმწიფო ფისკალური სამსახურის მაშინდელი უფროსი, რომან ნასიროვიც. გარდა ამისა, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივებმა დააკავეს უკრაინის იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის ვაჟი, ალექსანდრი და მინისტრის ყოფილი მოადგილე, სერგეი ჩებოტარი. საქმე მოგვიანებით დაიხურა მტკიცებულებების არარსებობის გამო.

2021 წელს, NABU-მ დააკავა მიკოლა ჩაუსი, რომელსაც უკრაინის ყველაზე ცნობილ მოსამართლედ მოიხსენიებდნენ. ჩაუსს ქრთამის აღებაში ადანაშაულებდნენ. 2016 წელს, გენერალური პროკურატურის გამომძიებლებმა NABU-ს ოფისის ჩხრეკა სცადეს: იმ დროს ბიუროს დეტექტივები უკანონო მოსმენების ორგანიზებაში იყვნენ ეჭვმიტანილები. პროკურატურამ ასევე დააკავა NABU-ს ორი ოპერატიული თანამშრომელი სააგენტოს თავშესაფარში და რამდენიმე საათის განმავლობაში, ოფისის სარდაფში ჰყავდათ გამოკეტილი.

სიტუაცია მხოლოდ NABU-ს ხელმძღვანელის, არტიომ სიტნიკისა და გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს ერთობლივი განცხადებით განიმუხტა, რომ მათ დეპარტამენტებს შორის „ომი“ არ ყოფილა.

მას შემდეგ, რაც რადა-მ მიიღო კანონპროექტი, რომელიც უკრაინის ანტიკორუფციულ სააგენტოებს, ფაქტობრივად, გენერალურ პროკურორს უქვემდებარებს, კიევში ასობით ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო აქციის გასამართად. ცვლილებების წინააღმდეგ გამართული აქცია, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ყველაზე მასშტაბურ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციად იქცა.

ასევე, კანონპროექტის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მიღებული შესწორებები ეწინააღმდეგება უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლის მრავალწლიან ძალისხმევას.

დმიტრო კულებამ, რომელმაც გასულ წელს დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა, განაცხადა, რომ ეს „უკრაინისთვის ცუდი დღე“ იყო და რომ პრეზიდენტს არჩევანი ჰქონდა - ან ხალხის მხარე დამდგარიყო, ან - არა.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/cjel5e83gywo

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/cm20lzddnv0o

 

 

trampi ამერიკელები იძახიან მილიარდები გაქრაო....ესენი კიდევ ანტიკორუფციული საააგენტოვო
მილიარდიების გაქრობა მაგ ანტი კორუფციულმა სააგენტომ რატო ვერ გაიგო,?/
თუ არ გამქრალა??
წადით მაშინ და ამერიკელებს უთხარით ტყუილებს რას გვიბაზრებთ-თქო
1 დღის უკან
დოი ვფიქრობ,ზელიას მოშორების დასაწყისია..
7 საათის უკან