„რევოლუციის ამწევი ზურაბიშვილი არ არის - არაა ის 2003 წელი - ლიდერის ფუნქცია ჩემოდანი არ არის, რომ მოკიდო და ასწიო“

„რევოლუციის ამწევი ზურაბიშვილი არ არის - არაა ის 2003 წელი - ლიდერის ფუნქცია ჩემოდანი არ არის, რომ მოკიდო და ასწიო“

ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებების ფონზე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილმა, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, წინა პლანზე წამოიწია. საუბარია იმაზე, რომ ზურაბიშვილისგან არა უბრალოდ მოწოებებს, არამედ მეტ აქტიურობას და მოქმედებას ელიან.  საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ის კი არ უნდა თქვას, რა არის გასაკეთებელი, არამედ ის, რომმე გავაკეთებ ამას, მე ამ ადამიანებთან ერთად, ჩამოვაყალიბებ ამას“. სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ პოტენციალთან დაკავშირებით, ანალიტიკურ წრეებში აზრი ორად იყოფა: ერთი ნაწილი თვლის, რომ ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა მისი პოლიტიკური წონა გაზარდოს, თუმცა მეორე ნაწილი საპირისპროს ამტკიცებს - მას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე, For.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციის მისწრაფება, ზურაბიშვილი გახდეს ოპოზიციური სპექტრის ლიდერი, სასაცილოა:

სერიოზულად როგორ ვილაპარაკოთ სალომე ზურაბიშვილის სწრაფვაზე?! ძაღლი სახლში არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდა - ეს არის პოლიტიკური დამარხვის პირად მყოფი ოპოზიციის უკანასკნელი ვნებანი. ეს ყველაფერი სასაცილო - რა გაერთიანება უშველით მათ?! ვინც არ უნდა დააყენონ ოპოზიციაში ლიდერად, ის ვერაფერს გააკეთებს, რადგან ის უნდა მოდიოდეს ხალხისგან, - დასძინა ედიშერ გვენეტაძემ.

კიდევ ერთი პოლიტიკური ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ლიდერმა გეგმა უნდა წარადგინოს და მას მიჰყვეს, თუმცა ამდენი წლის განმავლობაში, ეს ოპოზიციურ სპექტრს არ გაუკეთებია, რაც ლიდერობის პოტენციალს ამცირებს.

„წარმოიდგინეთ, „ოცნების პარლამენტს რომ ვადა გასვლოდა, ხომ ატყდებოდა საუბარი, ოცნებასკამებს ებღაუჭებაო და არ მიიღებდა ოპოზიცია ვადაგასულ ოცნებას“, შესაბამისად, მოსახლეობამ და ქართულმა ოცნებამრატომ უნდა მიიღოს ვადაგასული ზურაბიშვილი?! ამიტომ, არ მესმის ის სულისკვეთება, რაც თავად ზურაბიშვილთანაც ჩანს. ძალიან ძნელია პოტენციალის პოვნა, თუ არ იცი, პოტენციალზეა საუბარი. რევოლუციის ამწევი ზურაბიშვილი არ არის, რიგი მიზეზების გამო - არ არის ის 2003 წელი. ლიდერის ფუნქცია ჩემოდანი არ არის, რომ მოკიდო და წიო.

რამდენი ხანია, ეს ვაი ოპოზიცია არსებობს, იბრძვის და მოახერხეს, რომ გეგმა დაედოთ? - ლიდერმა გეგმა უნდა დადოს, მაგრამ ამათ გეგმა არ აქვთ, საით მიდიან, თვითონ არ იციან. არც ერთ პოლიტიკაში ბოიკოტი შედეგიანი არ ყოფილა. რად სჭირდება ბოიკოტს ლიდერი?! - დარჩებიან სახლში და იქნებიან ბოიკოტში. ხალხისთვის ლიდერი არის ის, ვისაც პროგრამა გააჩნია, მფარველობს მთელ ოპოზიციურ სპექტრს და ამავდროულად, მფარველებს ეძებს, თუმცა ესენი მხოლოდ მფარველებს ეძებენ, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან საუბარში.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საზოგადოებას „თვითმარქვია მმართველებზე“ წარსულიდანაც ახსოვს შემთხვევები.

სალომე ზურაბიშვილი არისნურც გაფრინდები და ნურც მოფრინდები“. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე, ასეთ არასერიოზულ ხალხთან გვაქვს საქმე, რომელიც მეშვიდე წელია ამბობს, რომ პრეზიდენტი ვარო, გაუვიდა ყველანაირი ვადა და რომელიღაც კომედიური ფილმის პერსონაჟივით, მიტაცებული აქვს პრეზიდენტის ტანდარტი, ეტყობა, ცალკე შეაკერინა და დადის ამ დროშით და გაიძახის, ვარ პრეზიდენტი. ხომ სასაცილოა? სინამდვილეში, ხომ ამაზე, უბრალოდ, უნდა ვიცინოთ. როცა ეს ყველაფერი ჩაივლის, მერე გაგვახსენდება, რომ ასეთი სასაცილო მოვლენა იყო ჩვენს ცხოვრებაში, რომ ვიღაც გამაგრდა თავის ციხე-სიმაგრეში, უკვე თანამედროვე გაგებით, საოფისე სივრცეში, დაიდგა დროშა და ამბობს, რომ ვარ პრეზიდენტი. ასეთი შემთხვევები ჩვენ ადრინდელიდან გვახსოვს, როდესაც რაღაც თვითმარქვია მმართველები იყვნენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

 

Gami ზურაბიშვილი "აქტიურობა" არის ჭინთვები თანმდევი ფოზიოლოგიით...
2 საათის უკან