სამართალდამცველებმა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს

სამართალდამცველებმა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს

შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები წალკის რაიონის სოფელ ბედიანაში მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ესტუმრნენ.

სამართალდამცველებმა მოზარდებს პლაზმური ტელევიზორი, პლანშეტური კომპიუტერები, მტვერსასრუტი, სპორტული ფეხსაცმელები, ტკბილეული, გამაგრილებელი სასმელები და სათამაშოები საჩუქრად მიუტანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელების ინიციატივით, მომავალში საქველმოქმედო აქციის არეალი გაფართოვდება და რეგიონის ტერიტორიაზე მდებარე სხვა ბავშვთა სახლებსაც მოიცავს.