სავაჭრო ქსელების კაბალური პირობები ადგილობრივ წარმოებას პრობლემებს უქმნის

სავაჭრო ქსელების კაბალური პირობები ადგილობრივ წარმოებას პრობლემებს უქმნის

ადგილობრივი წარმოება სავაჭრო ქსელების კაბალური პირობების გამო კვლავ ჩივის. არაერთი კომპანია მიუთითებს, რომ პრობლემა მასშტაბურია და სახელმწიფოს რეგულაციების გარეშე ვერაფერი მოგვარდება. ადრე ამის მცდელობა მაინც იყო, ახლა ყველაფერი თავის ნებაზეა მიშვებული. შესაბამისად, მეწარმეებს პროდუქციის რეალიზაცია უჭირთ, რადგან საცალო ქსელში შესვლას ვერ ახერხებენ.

უმალის აღმასრულებელი დირექტორის დიმიტრი წვერავას განცხადებით, ზოგიერთ ქსელურ მარკეტს კაბალური პირობები აქვს, ამიტომ იძულებულნი არიან ნაკლებად ეკონტაქტონ. პრობლემა მწვავეა, ამიტომ

საკითხის დარეგულირებაში სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია.

ქსელების ძირითადი ნაწილთან ქეშბექთან დაკავშირებით შეთანხმებას ვაღწევთ და მინიმალურ ქეშბექს ვიხდით. ვფიქრობ, რომ აუცილებელია აღნიშნული საკითხი კანონის ფარგლებში მოექცეს, რადგან საბოლოო ჯამში ყველაფერი მომხმარებელზე ისახება. მაღალი ქეშბექის შემთხვევაში მწარმოებელთან ერთად მომხმარებელი ზარალდება, რადგან ჩვენ თვითღირებულების გაზრდა გვიწევს, - აღნიშნა წვერავამ.

ქსელურ მარკეტებში პროდუქციის შეტანის მაღალ ხარჯებზე ბიზნესპარტნიორთან არაერთი კომპანია საუბრობს. მათ შორის, ჩირჩხელა, ქართული თემა და სხვა. ბიზნესის წარმომადგენლების შეფასებით, უნდა დაწესდეს გარკვეული ზღვარი, რომლის იქითაც ქსელურ მარკეტებს პროცენტის მოთხოვნის უფლება არ ექნებათ.

ქართული პრემიალური ჩიფსის - ლუდისას კომერციულმა დირექტორმა ირაკლი ქურდაძემ აღნიშნა, რომ ქსელური მარკეტების მოქმედი პოლიტიკა, პირველ რიგში, უარყოფითად ქართულ ბიზნესს შეეხო, ამიტომ სიტუაციის რეგულირება უნდა დაიწყოს.

ეს საკითხი, ყველა მწარმოებლისთვის ძალიან მტკივნეული თემაა. 5 წლის წინ, ქსელში, რაც იყო ღირებულება, დანახარჯი, კერძოდ, პროდუქციის შეტანის, დარჩენის, აქციებში მონაწილეობის და .. ახლა, გადასახადი 5-ჯერ დიდია. ვთქვათ, ქსელში შედიხართ და ყიდულობთ ჩვენს პროდუქტს, აღნიშნული 1 ლარიდან, საშუალოდ, 70% ქსელში რჩება. კერძოდ, მოცემული 70% შემდეგნაირად იყოფა: შესვლის ღირებულება, რეტრობონუსი (გაყიდული პროდუქციის 1-დან 15%-მდე), .. ქეშბექი, პრომო ბიუჯეტი, ასევე დამატებითი განთავსება - პირველ თაროზე გსურთ პროდუქტის მოთავსება, თუ ცალკე პრომო თაროზე. შესაბამისად, საშუალოდ, მწარმოებელთან, დისტრიბუტორთან 30% მიდის. არადა, ზემოთ მოყვანილი 70%, 5 წლის წინ, 20-30%- არ აღემატებოდა.

ამ ყველაფერმა კი, პირველ რიგში, ქართული წარმოება დააზიანა. გამოსავალს რაც შეეხება, გასულ წლებში პრემიერთან არსებული კომისიაც შეიქმნა, სადაც რითეილ ბაზრის რეგულირებაზე უნდა ემსჯელათ. ახლა ყველაზე მარტივი გამოსავალია, რომ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის კუთხით საგადასახადო შეღავათები დაწესდეს. მაგალითად, იმ კომპანიაზე, რომელიც წარმოებაში 80%-ზე მეტს ადგილობრივ ნედლეულს იყენებს და უცხოეთიდან იმპორტს არ ეწევა, - განაცხადა ბიზნესპარტნიორთან ირაკლი ქურდაძემ და დასძინა, რომ უცხოეთიდან შემოსული პროდუქცია დიდ გადასახადებს უძლებს, რადგან გლობალური ბრენდის წარმომადგენლები არიან.

მსგავსი პოზიცია აქვს ჩირჩხელას აღმასრულებელ დირექტორსაც. ირმა კვაჭანტირაძის განცხადებით, კომპანიას ადგილობრივ ბაზარზე გაფართოება სურს, თუმცა ქსელებში პროდუქციის შეტანა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თითოეული სახეობის თაროზე განთავსებისთვის ქსელებში 1500 ლარია გადასახადი, რაც საკმაოდ ძვირია.

პრობლემის სიმწვავეზე ამახვილებენ ყურადღებას ეკონომისტებიც და ხაზს უსვამენ, რომ ადგილობრივი წარმოებისთვის საშეღავათო პირობების დაწესება აუცილებელია. როგორც ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა აღნიშნა, გადასახადები განსაკუთრებით პრობლემურია მცირე მეწარმეებისთვის.

სუპერმარკეტებში დაწესებული სხვადასხვა გადასახადი ნამდვილად დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებისთვის, რადგან ადრე იყო 15 ათას ლარზე საუბარი, რომელიც შესაძლოა, შეიცვალა და უფრო მეტიც კი არის. 15 ათასიც საკმაოდ დიდი ფინანსური ტვირთია. აქედან გამომდინარე, გადასახადები, რა თქმა უნდა, მათ განვითარებას, პროდუქციის რეალიზებას და, საბოლოო ჯამში, კომპანიის გაძლიერებას მნიშვნელოვნად უშლის ხელს.

მცირე კომპანიების გაძლიერებისა და გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გადასახადები ან შემცირდეს ანდა საერთოდ გაუქმდეს. თუ ასეთი რამ შემუშავდება ან გადასახადი მოერგება მცირე კომპანიებს და არ იქნება ყველასთვის ერთი და იგივე, რა თქმა უნდა, მათ საქმიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

KAB ეს და სხვა ეკონომიკური საკითხები უნდა იყოს პრიორიტეტული ქვეყანაში. სამწუხაროდ, ერის ენერგია იხარჯება პოლიტიკურ დაპირისპირებაში. უყურადღებოდ რჩება მთავარი - მოსახლეობის კეთილდღეობის საკითხი, რომელიც, საბოლოო ჯამში, განსაზღვრავს საზოგადოების მსოფლმხედველობას და განწყობას. ამასთან, შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, სწრაფი და გაბედული ნაბიჯებია გადასადგმელი, ისე, როგორც ეს პოლიტიკურ სივრცეში განხორციელდა.
2 დღის უკან
ლევკოთეა აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. სავარაუდოდ, ხელისუფლებაში ჰყავთ მფარველები მსხვილ სავაჭრო ქსელებს, თორემ ამდენს ვერ გაბედავდნენ.
ასევე ჰყავთ მფარველები მეხორბლეებს, თუ მეწისქვილეებს. მათი გაუმაძღრობის შედეგია, რომ მეთოდურად, ფქვილზე იმპორტის გადასახადის გაზრდით, გაძვირდა პური.
2 დღის უკან
კანუდოსელი მერე კახა ბექაურს და მის კახპა ცოლს რაღა დარჩება?! რა შემოსავლები აქვთ და ადგილობრივ მეწარმეებს სულს ართმევენ. არა რა, ამ ქვეყანას რა ეშველება, არ ვიცი. 13 წლის მერეც რომ ნაცები არიან ისევ სალაპარაკო თემა, აქ ჩანს, როგორ არ განვითარდა ქვეყანა, ვერ ეკონომიკა განვითარდა და ვტრიალებთ წრეზე. ყველა ახლაგაზრდა აქედან გაქცევაზე ფიქრობს, პერსპექტივას ვერ ხედავს. ნაცი მიქანაძე მინისტრი გახდა, აჭარის პირველი პირი თავს იკლავს, ზარალა, რომელმაც თორაძეებჯს ოჯახი რურუასთან ერთად ამოხოცა, თურმე მუდმივად იარაღით და მჭიდით კვეთს ქვეყნის საზღვარს წლებია და მხოლოდ ახლა ჩავარდა, მაგრამ ისევ გარეთ გამოუშვეს. ამ დროს ნაცების მიერ რეპრესირებულმა და დღეს ოცნების ამომრჩეველმა, რომელმაც სამართალი ვერ იპოვე, პირიქით ისევ მსხვერპლი გახდა, უნდა დაიხურო ქუდი და გაეცალო საქართველოს. ასეც მოვიქცევი...
2 დღის უკან