ევროპა უძლურია რუსეთთან

ევროპა უძლურია რუსეთთან

ვლადიმერ პუტინს ყველა საფუძველი აქვს თვითკმაყოფილებისათვის. ევროპელების რეაქცია რუსეთის პრეზიდენტის დანაშაულზე ყირიმში მინიმალური იყო. მოსკოვმა მიითვისა უკრაინის, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნაწილი, მაგრამ ევროპამ საჭიროდ არ მიიჩნია, რამე ეღონა. ძალიან სახიფათო სიტუაცია იქმნება. 

სანქციების პირველ ტალღას ევროკავშირის 28 წევრის მხრიდან, რომელიც მოიცავს ვიზების და ინვესტიციების შეჩერებას, 17 მარტს მეორე მოჰყვა. მაგრამ ისიც კოსმეტიკური ხასიათისაა. ყველაფერი დაყვანილია კონკრეტულ ზომებამდე 21 ადამიანის მიმართ. ესენი არიან რუსი დეპუტატები და სამხედროები, ასევე კრემლის მიერ ხელდასმული ყირიმის ახალი ხელისუფლება. აშშ ამ გზაზე ოდნავ შორს წავიდა, მიიღო რა ზომები პუტინის უშუალო გარემოცვის ადამიანთა წინააღმდეგ. 

როგორც ეს ხშირად ხდება საგარეო პოლიტიკაში, ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება განსხვავებულ მოსაზრებათა საერთო ნიშნულად იქცა. სამხრეთ ევროპა საბანს ერთი მიმართულებით ქაჩავდა (არაფერი რუსეთის საწინააღმდეგო), ჩრდილოეთ ევროპა კი აბსოლუტურად სხვა მხარეს (მკაცრი პოზიცია პუტინთან დიალოგში). გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი სადღაც შუაში აღმოჩდნენ და მკაფიო არჩევანი ვერ გააკეთეს. 

საზღვრების შეცვლა და ნაციონალიზმის აღზევება

სიტუაციაში, სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს პარამეტრები, რომელთა გაუთვალისწინებლობა უბრალოდ არ შეიძლება. ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსულ გაზზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, რუსეთი, სადაც ფაქტობრივად არაფერს არ აწარმოებენ ჰიდროკარბონის, იარაღის და არყის გარდა, შესანიშნავი ბაზარია ევროპელი ექსპორტიორებისათვის. 

შედეგად, უკვე მეორედ საქართველოს შემდეგ 2008 წელს რუსეთმა ძალით შეცვალა საზღვრები ევროპაში, და ეს მნიშვნელოვანი ფასადაც კი არ დაუჯდა. ეს ყველაფერი ევროპელებს იმისკენ უბიძგებს, რომ დღეს, როგორც მინიმუმ, მტკიცედ დადგნენ კიევის მხარეს.

ყირიმი, ისტორიულადაც და მოსახლეობის თვალსაზრისითაც, დიდწილად მართლაც რუსული მიწაა. მაგრამ ძალისმიერი გადატრიალება მაინც გადატრიალებაა, იმ შემთხვევაშიც, თუკი მას რეფერენდუმით ამყარებენ. შიშველი ფაქტები მოგვითხრობს უსიამოვნო სინამდვილეზე: რუსეთმა უარი უთხრა უკრაინას უფლებაზე დამოუკიდებლად აირჩიოს სავაჭრო ალიანსები, შემდეგ კი დასაჯა ის, ძალით წაართვა რა ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. 

საქმე ეხება 1994 წელს მოსკოვის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევას უკრაინული საზღვრების ხელშეუხებლობის შესახებ. ეს ყველა საერთაშორისო წესს ეწინააღმდეგება. და ბოლოს, ყველაფერი ნაციონალიზმის აღზევების ატმოსფეროში მიმდინარეობდა, რომელსაც კრემლი მხარს უჭერს ხელისუფლების სასმახურში მყოფი მედიის დახმარებით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ის ცდილობს საზოგადოებრივი აზრის მომზადებას ახალი სამხედრო ავანტიურებისათვის, მაგალითად, უკრაინის აღმოსავლეთით, რუსულენოვან რეგიონებში. 

ევროკავშირის თქმით, ის ცდილობს მოსკოვთან დიალოგის შესაძლებლობის შენარჩუნებას უკრაინის მომავალზე. თუმცა კრემლმა ასეთი სირბილე შეიძლება სისუსტის ნიშნად აღიქვას. ამიტომ ევროპამ შეიძლება თავად უბიძგოს პუტინს უკრაინის შემდგომი დანაწევრებისაკენ.

foreignpress.ge